რჩევები, რა უნდა მოაშოროთ იას, რომ დიდებულად აყვავილდეს და ფოთლები წვნიანი იყოს

1954

ოთახის მცენარე სახლში ჰაერს წმენდს და ინტერიერს ალამაზებს. ბევრი ადამიანი უპირატესობას იას ანიჭებს, რაც გასაკვირი არაა. პატარა და სასიამოვნო სურნელის ია პრაქტიკულად ნებისმიერ შენობას აცოცხლებს, განსაკუთრებით აქტიური ყვავილობის პერიოდში. ია კარგია იმით, რომ სათანადო მოვლის პირობებში მფლობელს ყვავილობით პრაქტიკულად 9 თვე ახარებს.ყველაზე მეტად გავრცელებულია სენპოლია, იგივე უზუმბარის ია, რომლის სამშობლოც აღმოსავლეთ აფრიკის ტროპიკებია. მაღალი ტენიანობის და გაფანტული სინათლის პირობებში მშვენივრად იზრდება. Vivien გიამბობთ, რა გააკეთოთ, რომ ია დიდებულად აყვავილდეს, როგორ გადაჭრათ და იზრუნოთ.

სწორი გადაჭრა – სენპოლია კარგად რომ გაიზარდოს და აყვავილდეს, ფესვების სისტემა კარგად უნდა გამოკვებოთ. თუ მცენარე არ ყვავილობს, გამოდის, რომ შეუფერებელ პირობებში იმყოფება ან ავადაა. გიამბობთ, რატომ ხდება ასე და რით გამოვკვებოთ.პირველ რიგში, ნამხარი მოაშორეთ, რომელიც ყვავილობას აუარესებს. მეორე ნაკლი: ნამხარი მცენარეს აუშნოებს. მთელ ბუჩქზე აქტიურად ამოდის და მის ფაფუკობას ამცირებს. ასე ლამაზ დეკორატიულ თაიგულს ვერ მიიღებთ. ნამხარი იას ასქელებს და ყვავილის ყუნწებს ზემოთ ასვლა უჭირთ. მისი მოშორება მარტივია: ფოთოლი გადაჭერით, შემდეგ კალამი გააკეთეთ. ფუძე შენარჩუნებული ნამხარი კარგად ფესვიანდება.

იის მოვლის მთავარი წესები – ია საკმაოდ მომთხოვნი და პრეტენზიულია. ნორმალური ყვავილობისა და განვითარებისთვის სჭირდება შესაფერისი სინათლე, სითბო, კარგად განაყოფიერებული მიწა და მაღალი ტენიანობა.

  • განათება – თუ ფოთლები ზემოთ იწვერება და პატარა ზომისაა, იას მზე აკლია. მცენარე სინათლესთან ახლოს დადეთ, მაგრამ მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ, რომ არ დაიწვას და ფოთლები არ დაზიანდეს. ფანჯრის რაფა ან ფანჯარასთან ახლომდებარე ადგილი საუკეთესოა.
  • დღის სინათლე – იას მინიმუმ 10-12 საათი დღის სინათლე სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ მცენარეს არც სიცხე და არც სიცივე არ უყვარს. სიმეტრიული ყვავილობისთვის კვირაში რამდენჯერმე ქოთანი 45 გრადუსით შემოაბრუნეთ.
  • ტენიანობა – სენპოლია უხვად და რეგულარულად უნდა მორწყათ (კვირაში 2–ჯერ). ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა ზედმეტად არ დატენიანდეს. სარწყავი წყალი თბილი და დაყენებული უნდა იყოს. პერიოდულად ჰაერი დაატენიანეთ, მაგრამ წვეთები ფოთლებს არ უნდა შეეხოს. ყვავილის გვერდით შეგიძლიათ ჰაერის დამატენიანებელი დადოთ.

დაავადებები, მიწა და სასუქი – ყვავილობის პერიოდში განსაკუთრებული კვება სჭირდება. კვირაში ერთხელ საკმარისია. თუ უნივერსალურ თხევად სასუქს ყიდულობთ, ამ პერიოდში შეფუთვაზე მითითებული დოზა გააორმაგეთ. გირჩევთ, სასუქის მიწოდება და მორწყვა გააერთიანოთ. უხვი ყვავილობისთვის მსუბუქი და ფხვიერი მიწა დაგჭირდებათ, რომ წყალი ზედა ფენაში არ დაგუბდეს. დრენაჟის ფენა არ დაგავიწყდეთ. წყლის რეგულარული დაგუბება ფესვების ლპობას გამოიწვევს. დრენაჟად გამოიყენეთ პენოპლასტი, კერამზიტი ან ჩვეულებრივი კენჭები. იას მჟავე მიწა არ უყვარს. მიწის ზედა ფენა ყოველ წელს აუცილებლად განაახლეთ.მავნებლების თავდასხმის ან ავადმყოფობის დროს არ ყვავილობს. თუ მცენარე მოულოდნელად უსიცოცხლო გახდა, ფუნდაზილით დანამეთ. ფოთლებზე ყავისფერი ლაქები ფიტოფთოროზის ნიშანია. ამ შემთხვევაში მიწა სრულად უნდა გამოცვალოთ. მოთეთრო ნადები ნაცრისფერი ლპობის სოკოს ნიშანია. ამ დაავადებას მიწის დეზინფექციით უნდა ებრძოლოთ: შეწვის ან გაყინვით. ფესვების ზონა შეგიძლიათ მანგანუმის ხსნარით დაამუშავოთ. იას ხშირად წითელი ლაქები და ტკიპები აზიანებს. მათ მოსაშორებლად ფიტოვერმის ან აქტილიკის ხსნარით დანამეთ.

იის უხვი ყვავილობისთვის აუცილებელია მიკროელემენტები:

  • აზოტი – ფოთლების ზრდასა და მცენარის შეფერილობაზე პასუხისმგებელია;
  • ფოსფორი – კოკრების ფორმირებას და ფესვების განვითარებას ხელს უწყობს;
  • კალიუმი – დაავადებების მიმართ იმუნიტეტს ზრდის;
  • კალციუმი – ყვავილის ყუნწს აძლიერებს;

მცირე რაოდენობით აუცილებელია მაგნიუმი, რკინა და გოგირდი.როგორც უკვე მიხვდით, კაშკაშა და მიმზიდველი ია განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ მისი უხვი ყვავილობა გულგრილს არავის დატოვებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს