ყოველთვის ერთფეროვანი სამუშაო მომწონდა. ყოველთვის მომწონდა გარკვეული მედიტაცია, რომელსაც ერთი და იმავე პოზის გამეორება სჭირდება. ბევრ საინტერესო კერძს ასეთი პროცესები აქვს. მაგალითად, კვერცხის ცილის ათქვეფა. როგორ არ შევცდეთ, როგორ მივანიჭოთ კერძს საჭირო სინაზე? როგორ ავთქვიფოთ კვერცხის ცილა სწორად და რა შეცდომებს უნდა ავარიდოთ თავი? Vivien ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ეცდება.ამ მარტივ პროცესზე ბევრი რამ დამოკიდებულია: ამოვა თუ არა ბისკვიტი, იქნება თუ არა მაღალი ომლეტი–პულიარი, გამოცხვება თუ არა ბეზე. ბევრი რეცეპტი არსებობს, სადაც კვერცხის ათქვეფა მთავარი მომენტია.
როგორ ავთქვიფოთ კვერცხის ცილა მყარ პიკამდე
პირველ რიგში, პირველი კლასის პროდუქტი შეარჩიეთ. კვერცხი ახალი უნდა იყოს. უფრო ძველი ქათმის კვერცხი მოსახარშად შეინახეთ. ასეთ კვერცხს ნაჭუჭი უფრო მარტივად შორდება. ყურადღება მიაქციეთ, რომ კვერცხი ცივი არ იყოს. სჯობს მაცივრიდან გამოღებისთანავე კვერცხის გული და ცილა დააცალკევოთ და ცოტა შეათბოთ, ზუსტად ოთახის ტემპერატურამდე. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ათქვეეფისას ჰაერის ბუშტები მარტივად წარმოიქმნას.ახლა უპასუხეთ კითხვას: რამდენად მოწესრიგებული დიასახლისი ხართ? რადგან ახლა სუფთა და მშრალი ჭურჭელი გჭირდებათ. და არა უბრალოდ მშრალი, არამედ აბსოლუტურად მშრალი. ჯადოსნური ქიმიის წყალობით მასში ბუშტები უკეთ წარმოიქმნება. ხის და პლასტმასის ჭურჭელს მოერიდეთ. მასში ზედმეტი ცხიმი გროვდება და არ გვჭირდება.
ამჯერად შევამოწმოთ თქვენი სიზუსტე: თუ კვერცხის ცილებში კვერცხის გულიც მოხვდა, შეგიძლიათ მასა მოიშოროთ ან გადაიფიქროთ და ვახშმად კულინარიული შედევრის ნაცვლად უბრალო ომლეტი გააკეთოთ. სამი სხვადახვა თეფში გამოიყენეთ. პირველზე გაყავით, მეორეში გულები ჩაყარეთ, ხოლო მესამეში მხოლოდ სუფთა კვერცხის ცილები.კიდევ ერთი მარტივი ხრიკი ათქვეფამდე: მეტი ჰაეროვნებისთვის კვერცხის ცილებს წვეთი ლიმონის წვენი ან ლიმონმჟავა დაუმატეთ.
მშრალი და სუფთა სათქვეფით ან მიქსერით ათქვეფა დაიწყეთ. თუ მიქსერს იყენებთ, დაბალი სიჩქარით დაიწყეთ და თანდათან საშუალოზე მაღალ სიჩქარეზე გადადით. ლიმონის წვენი ან მჟავა დაუმატეთ მაშინ, როცა ათქვეფილი კვერცხის ცილები აქაფებას დაიწყებს.თავიდან რბილი პიკი გვჭირდება. თუ მიქსერს თასიდან ამოიღებთ, კონუსი ფორმას ვერ დაიკავებს. თუ თასს დახრით, კვერცხის ცილები არ უნდა ჩამოიღვაროს. ამ სტადიაზე დესერტისთვის შაქარი დაუმატეთ. სჯობს შაქრის ფხვნილი გამოიყენოთ, რადგან მასაში უკეთ იხსნება. შაქარი ან მისი ფხვნილი 1–2 სუფრის კოვზობით დაუმატეთ.
ახლა გამძლე პიკი მოდის. ეს სტადიაა, როცა კონუსი ფორმას აღარ კარგავს. ამ ეტაპზე მასას სხვა ინგრედიენტები დაუმატეთ.შემდეგ ბეზეს ეტაპი მოდის. როცა მასა ბეზეს გასაკეთებლად იდეალურია. ამ მდგომარეობას რომ მიაღწიოთ, კვერცხის ცილა 5-6 წუთით უნდა ათქვიფოთ. თუ მსხვილი შაქარი შენიშნეთ ან მასა ერთგვაროვანი არაა, ათქვეფა გააგრძელეთ.ზოგჯერ ისე ხდება, რომ სხვა რამეზე ფიქრობთ და თასის კედლებზე უკვე მყარი გრანულებია. გამოდის, ცილები ზედმეტად ათქვეფილია. განგაშის ატეხა ნაადრევია. ახალი კვერცხის ცილა დაუმატეთ და კიდევ ერთხელ სცადეთ.
პირადად სათქვეფით ათქვეფა მიყვარს. ასე პროცესი ხანგრძლივდება, მაგრამ უკეთ ვაკონტროლებ. საერთოდ, სამზარეულოში აჩქარება არ მიყვარს, განსაკუთრებით როცა საქმე კვერცხის ცილებს ეხება. თქვენ იცით, როგორ ათქვიფოთ კვერცხის ცილა სწორად?