არომატები, რომლებიც სახლში ფულს იზიდავენ

706

უხსოვარი დროიდან ადამიანები გარემომცველ ნივთებს მისტიურ თვისებებს ანიჭებდნენ. მათი აზრით, ზოგს ბედნიერება მოჰქონდა, ზოგიც ბოროტ სულებს აფრთხობდა. დროთა განმავლობაში მისტიური შესაძლებლობების სპექტრი გაფართოვდა. ეს საკითხი დღემდე აქტუალურია. ბევრს სჯერა, რომ ზოგიერთი სუნი ფულის მოზიდვას ხელს უწყობს. სუნების საკითხს შეგვიძლია სხვადასხვა კუთხით შევხედოთ. მაგალითად, ზოგიერთი სუნი ტვინის გარკვეულ ნაწილებს ააქტიურებს, ზოგი კომფორტის და სიმყუდროვის შეგრძნებას გვჩუქნის. ამ პირობებში მუშაობა ნაყოფიერი და მარტივი ხდება. ეს ერთგვარი ფულის მოზიდვაა, რას იტყვით? Vivien გიზიარებთ 5 მცენარეს ფულის მოსაზიდად.

  • დაფნა – სიმდიდრის სიმბოლო. უძველესი დროიდან დღემდე თვლიან, რომ დაფნა საფულით უნდა ატაროთ, თუ ფულის მოზიდვა გსურთ. სახლში დაფნის სურნელი შემოქმედებით პროცესებს ააქტიურებს, კრეატივს აღვივებს.
  • მუსკატის კაკალი – ეიფორიის ან ვნების სიმბოლო. გამოიყენეთ იქ, სადაც ფინანსურ სირთულეებს განიცდით. მუსკატის კაკალი შფოთვას აქრობს და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ასე საქმეს უკეთ შეასრულებთ. საინტერესოა, რომ ბევრი მკითხავი ფულზე შელოცვისას მუსკატის ფოთოლს იყენებს.
  • პიტნა – დამამშვიდებელი საშუალება. ძველად ხალხს სჯეროდა, რომ მცენარე ფულს იზიდავს. ამ მიზეზით პიტნას ბაზრობასა და პატარა დახლებზე წვავდნენ, რომ კლიენტები მოეზიდათ და მოგება გაეზარდათ. ეზოთერიკის სფეროს სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ პიტნას ადამიანის ფინანსური არხების გახსნა შეუძლია.
  • სალბი – სიმდიდრის და ძალაუფლების სიმბოლო. სალბის არომატი ბოროტი სულებისგან, ჭორისგან და უცხო შურისგან დაგიცავთ. იღბალს და თავდაჯერებულობას გაჩუქებთ. სალბის სურნელი სტრესს აქრობს.
  • სანდალი – სანდალის ხეს საუკუნეების განმავლობაში აფასებდნენ, განსაკუთრებით პარფიუმერები და ექიმები, რომელთათვისაც სანდალის ხის ზეთი ერთ–ერთი სასურველი ინგრედიენტი იყო. ბევრს სწამს, რომ სანდალის არომატს ფინანსური კეთილდღეობა მოაქვს. ბიზნესმენებს პარტნიორების და ფულის მოზიდვაში ეხმარება.
  • ილი და ჟასმინი – ჟასმინი ქალებს შეძლებული მამაკაცების მოზიდვაში ეხმარება. ილი კაცებს ქალების მოზიდვაში, ასევე კარიერულ წარმატებაში ეხმარება.

ფულის მოზიდვის თვისებების მქონე მცენარეები უფრო ცრურწმენაა, მაგრამ პატარ–პატარა ცრურწმენებს ყველა ვასრულებთ, როგორიცაა ხეზე დაკაკუნება ან ზურგს უკან გადაფურთხება. რატომ არ გამოვიყენოთ მარტივი რჩევები? ასე შესაძლოა გარანტირებულად ვერ გავმდიდრდეთ, მაგრამ სახლში სასიამოვნო არომატის გარემოცვაში თავს უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს