მავნე გარემოს ზემოქმედებით ყველაზე მეტად სახე იტანჯება. ზამთარში სიცივეში იქერცლება, ზაფხულში სიცხეში ცხიმიანი ხდება. კანი სათანადო მოვლის გარეშე ბზინვარებას და ფერს კარგავს. სწორედ ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში გამწნედ პილინგს ვიკეთებ.ზამთარში პილინგის გასაკეთებლად მანდარინს ვიყენებ. წლის სხვა სეზონზე ციტრუსის ნაცვლად წვნიანი კენკრა, ხილი და ბოსტნეული შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ერთნაირ ეფექტს მიიღებთ. მთავარი ინგრედიენტის არჩევა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
სახის პილინგი სახლის პირობებში
დაგჭირდებათ:
- მანდარინი
- მანანის ბურღული
მომზადების წესი:
- ხილი გაასუფთავეთ. მხოლოდ ერთი ცალი მანდარინი დაგჭირდებათ. თხელი გარსი და კურკები მოაშორეთ.
- თასში მანანის ბურღული ჩაყარეთ და მანდარინი ამოავლეთ. ახლა მანდარინი სახეზე გადაიტარეთ, მსუბუქად დააწექით, რომ წვენი გამოვიდეს.
- თუ ერთი ცალი მანდარინი საკმარისი არაა, კიდევ რამდენიმე ცალი გამოიყენეთ და პროცედურა გაიმეორეთ. სახეზე მანანის ბურღულის თხელი ფენა უნდა დარჩეს.
- 5-7 წუთით გაიჩერეთ. ხელი დაისველეთ და პილინგი სამასაჟო ხაზებზე აგორგლეთ. ძლიერ არ დააწვეთ, რომ კანი არ გაკაწროთ.
- საშუალების ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სახეზე ტონიკი და მსუბუქი დამატენიანებელი კრემი წაისვით. პილინგის პროცედურა საღამოს საათებში გაიკეთეთ.
ნაზი პილინგის რეცეპტი – თითო ჩაის კოვზი კვერცხის გული, ახალი მანდარინის წვენი და მანანის ბურღული აურიეთ. ნარევი სახეზე წაისვით, მსუბუქად გაშრობას დაელოდეთ და მე–2 ფენა გადაისვით. კვლავ გაშრობას დაელოდეთ და მე–3 ფენა წაისვით. ნარევის გაშრობიდან 2-3 წუთში პილინგი სამასაჟო ხაზებზე აგორგლეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ მსუბუქი დამატენიანებელი კრემი წაისვით.
მანანის ბურღულის ალტერნატივა: პარკოსნის, ბრინჯის ან შვრიის წვრილი ფქვილი. მსხვილი ფქვილი გამოადგება მათ, ვინც უხეშ სკრაბს იყენებს.ეფექტს პირველივე პროცედურის შემდეგ დაინახავთ. კანის ფერი გაღიავდება, ნაოჭები გლუვი გახდება, სახეს ვიზუალურად რამდენიმე წელი მოაკლდება. მანდარინის პილინგი მჟავე პილინგს თავისუფლად ჩაანაცვლებს. კომპლექსური მოვლის პირობებში კვირაში 1–2–ჯერ ასეთი პროცედურის ჩატარება საკმარისია.არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი საშუალების გამოყენების წინ ალერგიაზე ტესტის ჩატარება აუცილებელია. ამ მიზნით ცოტა საშუალება მაჯაზე წაისვით და მთელი დღე რეაქციას დააკვირდით. თუ ყველაფერი რიგზეა, შეგიძლიათ გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ მთავარია საკითხს კომპლექსურად მიუდგეთ, მხოლოდ ერთი პროცედურით პრობლემას ვერ მოაგვარებთ!