სასარგებლო ხრიკები, როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი ჩანთიდან

737

ქალის ჩანთაში ყველაფერი შეიძლება იპოვოთ, დაწყებული კოსმეტიკით, სადილის კონტეინერით და დამთავრებული ბრტყელტუჩით. ჩანთაში ყველაზე არასასურველია უსიამოვნო სუნი, რომელსაც რამდენიმე ფაქტორი იწვევს. ჩანთაში უსიამოვნო სუნის გაჩენისას ნერვიულობა არ ღირს. თუ იმდღესვე ქიმწმენდაში წაღებას ვერ ახერხებთ, სუნის პრობლემას დროებით ჩაით მოაგვარებთ.

რა იწვევს უსიამოვნო სუნს ჩანთაში – ჩანთაში უსიამოვნო სუნი შეიძლება რაიმე უცხო ნივთის არომატმა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ჩანთის განიავება და გაწმენდა საკმარისია. ასევე შეიძლება ჩანთას თავისი ცუდი სუნი ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უხარისხო მასალისგან არის დამზადებული.

როგორ მოვიშოროთ მყრალი არომატი – ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ უსიამოვნო სუნს ჩაის პაკეტი უმკლავდება. საკმარისია, ჩანთაში ჩადოთ და რამდენიმე დღე გააჩეროთ. ქაღალდის პაკეტი მყრალ არომატს აქრობს, ხოლო ჩაი თავის, სასიამოვნო არომატს აფრქვევს. ნატურალური ტყავის ჩანთაში არომატი განსაკუთრებით სასიამოვნო ხდება.ჩაის პაკეტებით უსიამოვნო სუნს მხოლოდ დროებით გაუმკლავდებით. პრობლემის სრულად გასაქრობად მაინც სპეციალისტის მომსახურების გამოყენება მოგიწევთ.ჩანთის გარეცხვა სახლის პირობებშიც შეიძლება. ამ მიზნით ნაზი საშუალებები, მაგალითად, საბავშვო საპონი გამოიყენეთ. გახსოვდეთ, რომ ტყავის ჩანთის გარეცხვა არ შეიძლება. ასეთი ჩანთა მხოლოდ სპირტიანი ხსნარით, კალიუმის პერმანგანატით ან ლიმონის წვენით გაწმინდეთ.

რა გავაკეთოთ შემდეგ – ჩანთას სასიამოვნო არომატი რომ მიანიჭოთ, სარეკლამო ბლოტერები გამოიყენეთ. ესაა სუნამოს მაღაზიების ქაღალდის ზოლები, რომელთაც სხვადასხვა სუნამოს სურნელი აქვთ. თქვენთვის შესაფერისი არომატი შეარჩიეთ და ჩანთაში ჩადეთ. ასე ჩანთაში ყოველთვის სასიამოვნო არომატი იქნება.უკვე იცით, რომ ჩანთიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად ქიმწმენდაში ბევრი თანხის გადახდა აუცილებელი არაა. გაგვიზიარეთ თქვენი მეთოდები, როგორ აშორებთ უსიამოვნო სუნს ჩანთას და როგორ წმენდთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს