კვლევამ აჩვენა, რომ შავი ჩაის მიღება მომდევნო 60 წუთის განმავლობაში სისხლში შაქრის დონის შემცირების ეფექტს იძლევა.მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში შაქრის მაღალ დონესთან ბრძოლა მთელი ცხოვრება გვიწევს და გარკვეული კვებითი ჩვევების დაცვა რემისიის მიღწევის ერთ–ერთი მთავარი გზაა. რაციონში გარკვეული კვების პროდუქტები და სასმელები უნდა შედიოდეს, რომლებიც კვებით გამოწვეული შაქრის დონის რყევებს აფერხებს.
კერძოდ, კლინიკური კვების შესახებ აზიურ–წყნარი ოკეანის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, შავი ჩაი შეიძლება ჯანმრთელი ადამიანების, ასევე პრედიაბეტიკების სისხლში გლუკოზის (შაქრის) მაღალი დონის წინააღმდეგ ეფექტური იყოს. კვლევაში 20-60 წლის ქალები და კაცები მონაწილეობდნენ, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდათ, მათ სისხლში შაქრის დონე გაზრდილი იყო, მაგრამ დიაბეტი ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული.კვლევის ფარგლებში მონაწილეები სვამდნენ ტკბილ სასმელს, შემდეგ შავ ჩაის ან პლაცებოს. მოხალისეებიდან დღის სხვადასხვა მონაკვეთში სისხლის ანალიზებს იღებდნენ. შავი ჩაის მიღებიდან 60 წუთის განმავლობაში შაქრის დონის შემცირების ეფექტი დაფიქსირდა.
„შავი ჩაის დალევას საქაროზის მიღების შემდეგ სისხლში გლუკოზის დონის შემცირება შეუძლია“ – მკვლევარების დასკვნა.
სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად ზოგადი რჩევები: ერთ–ერთი ეფექტური მეთოდი სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად – კვება პროდუქტების გლიკემიური ინდექსის გათვალისწინებით. გლიკემიური ინდექსი აჩვენებს, თუ რა სიჩქარით შედის გლუკოზა სისხლთან კონტაქტში ჭამის ან კალორიული სასმელის მიღების შემდეეგ. რაციონში სჯობს დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები ჩართოთ.