წითელი მოცხარით თირკმლებში კენჭები დავიშალე

678

როგორც წესი, ივნისის ბოლოს წითელი მოცხარი მწიფდება. შეგახსენებთ, რომ ეს კენკრა თირკმლებში კენჭების წინააღმდეგ შესანიშნავი საშუალებაა. რეცეპტი საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომია.

რეცეპტის მოსამზადებლად ლიტრიანი ქილის ნახევარი წითელი მოცხარით გაავსეთ, ხის ჯოხით დაჭყლიტეთ, 1 ს/კ შაქარი დაუმატეთ და ბოლომდე ცივი, ანადუღარი წყლით გაავსეთ. თბილ ადგილას დუღილისთვის დადეთ. დუღილის პროცესი მეორე დღეს დაიწყება, შემდეგ ნაყენი ყოველდღე გადაასხით. როგორც კი, ბუშტები გაჩნდება, კენკრა გადაყარეთ, სასმელი სხვა ჭურჭელში ჩაასხით და გამოიყენეთ. თუ ნაყენს განმეორებით აკეთებთ, ქილა არ გამორეცხოთ – ასე დუღილის პროცესი დაჩქარდება. დღეში 3–ჯერ დალიეთ: დილით უზმოზე, სადილის დროს – ჭამამდე 30 წუთით ადრე, საღამოს – ძილის წინ. ერთ დღეში მთელი ნაყენი დალიეთ, სამ თანაბარ ნაწილად გაყავით. ყოველდღე, შესვენებების გარეშე დალიეთ, რომ ორგანიზმში დაგროვდეს სამკურნალო ნივთიერებები, რომლებიც თირკმლებიდან კენჭების გამოსადევნად აუცილებელია. ერთი კურსისთვის 8-10 კგ წითელი მოცხარი დაგჭირდებათ. 10 დღეში შვებას იგრძნობთ და კენჭებიც გაქრება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს