სკორცონერა – სამკურნალო ფესვი ან ღმერთების წამალი

829

ღმერთმა დედამიწაზე მრავალი უნიკალური სასწაული შექმნა, ერთ–ერთი მათგანი მიწა და მცენარეა. ყველას, ვისაც „მწვანე მეგობრების“ დახმარებით მძიმე დაავადებების მოშორება სურს, გიამბობთ სკორცონერის შესახებ. ამ მცენარეს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს. ხალხში „ღმერთების წამალს“ უწოდებენ.

ექიმებმა მცენარის გამაჯანსაღებელი შესაძლებლობები დაადასტურეს – მცენარეს წლებია სამკურნალო და კულინარიული მიზნით იყენებენ. მცენარის ფესვები და ფოთლები სხვადასხვა დაავადების დროს კარგ შედეგს იძლევა. მეცნიერების კვლევები მის სასარგებლო თვისებებს ადასტურებს. სკორცონერში B1, B2, B6, E, C, K, P ვიტამინების გარდა აღმოჩენილია მაგნიუმი, თუთია, რკინა, ნატრიუმი. ღვიძლზე ისეთივე დადებითი ეფექტი აქვს, როგორც სამედიცინო მედიკამენტებს. მასში შემავალი თუთია წინამდებარე ჯირკვლების (როგორც ექიმები ამბობენ, მამაკაცების მეორე გული) სრულფასოვანი მუშაობისთვის აუცილებელია. სკორცონერში აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც გულის კუნთებს აძლიერებს და არტერიულ წნევას ამცირებს, სიმსივნის უჯრედების განვითარებას აფერხებს, თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში ზოგიერთ კენჭს შლის. მცენარის ძირნაყოფი და ფოთლები 19-25% ინსულინს შეიცავს და სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. სკორცონერში სულ 100–ზე მეტი ბიოლოგიური ნივთიერებაა აღმოჩენილი. ამ ნივთიერებების კომბინაცია იმუნურ სისტემას ასტაბილურებს. ამასთან, არ აღმოუჩენიათ ნივთიერება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. ხალხურ მედიცინაში საუკუნეების განმავლობაში შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება.

ხორცის ჩანაცვლება შეუძლია – სკორცონერის ფესვი უნიკალურია იმით, რომ რაციონში ჩართვისას ადამიანი თანდათან დაავადებებს იშორებს და ხარისხიან, გემრიელ და იაფ საკვებს იღებს. მცენარეს კვებითი თვისებებით თევზის, ხორცის, ასევე სოკოს ჩანაცვლება შეუძლია. მცენარეს ალკოჰოლური დამოკიდებულების გაქრობაც შეუძლია.

სკორცონერის მოყვანის მეთოდი ჩვეულებრივი სტაფილოსგან დიდად არ განსხვავდება. თესლი აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში ითესება, რომ მზა ფესვი სექტემბერში მიიღოთ. დარგვის სიღრმე – 1,5-2 სმ. რიგში დაშორება – 6-8 სმ. რიგებს შორის – 30-35 სმ. საკუთარი თესლის მისაღებად 5-7 ფესვი ზამთარში მიწაში დატოვეთ. მცენარე ყინვაგამძლეა, -40 გრადუსი ტემპერატურის გაძლება შეუძლია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს