Vivien გთავაზობთ ხალხურ საშუალებას კუჭის და ღვიძლის ნაზად გასაწმენდად. ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შავქლიავი, ხეჭრელის ქერქი და ასკილის სიროფი. შავქლიავი 1,5 ლიტრ წყალში სუსტ ცეცხლზე 40 წუთით ხარშეთ. კენკრა ამოიღეთ და სითხეს 15 გრ ხეჭრელის ქერქი დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ. ქვაბი შეფუთეთ და 5 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და თუ საჭიროა მდუღარე წყალი დაუმატეთ, რომ 1200 მლ ნარევი გამოვიდეს. ახლა 50 მლ ასკილის სიროფი დაუმატეთ. აურიეთ და მაცივარში შეინახეთ. 100 მლ თბილი ნარევი ბოლო ჭამიდან 2 საათის შემდეგ, 12 დღის განმავლობაში დალიეთ. შემდეგ 3 კვირა შეისვენეთ და პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს