Vivien გიზიარებთ ხალხურ რეცეპტს, რომლის დახმარებით ახალგაზრდობის, სილამაზის და ჯანმრთელობის შენარჩუნებას შეძლებთ. საოცრად ეფექტური და მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი მხოლოდ 3, საუკუნეებით გამოცდილი სამკურნალო მცენარისგან შედგება: გულყვითელა, წითელი სამყურა და კუნელი. ამ საშუალებით რეგულარული მკურნალობა ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, ორგანიზმს კირის და ცხიმის ნადებისგან წმენდს, თავის ტკივილს და თავბრუსხვევას აქრობს, გულის კუნთებს აძლიერებს და წნევას არეგულირებს. სასიცოცხლო ტონუსი იზრდება: სხეული ახალგაზრდავდება და მხედველობა უმჯობესდება. დაგჭირდებათ გულყვითელას ყვავილები, ყვავილობის პერიოდში მოკრეფილი, წითელი სამყურას თანაყვავილედი (წითელი გირჩები, მცენარის ყვავილობის შუა პერიოდში შეგროვებული), კუნელის ყვავილები ან ნაყოფი (1:1 პროპორციით ორივე შეგიძლიათ დაუმატოთ).
- რეცეპტი 1 – 2 ს/კ წვრილად დაჭრილ თითოეულ მცენარეს 1 ჭიქა არაყი დაასხით. თბილ ადგილას 2 კვირა დააყენეთ. სამივე ნაყენი გაფილტრეთ და თანაბარი რაოდენობით ერთ ქილაში აურიეთ. ბნელ ადგილას შეინახეთ. 2 ს/კ ნარევი ყოველდღე, 1 თვის განმავლობაში დალიეთ. სამკურნალო კურსის გავლის შემდეგ 25-30 დღე შეისვენეთ.
- რეცეპტი 2 – სამივე ინგრედიენტი თანაბარი პროპორციით აურიეთ და ცივი წყალი დაასხით. ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე კიდევ ნახევარი საათით აადუღეთ. გაზქურიდან გადმოდგით, თავსახური კარგად დაახურეთ, პირსახოცი გადააფარეთ და მთელი ღამე დააყენეთ. დილით გადაწურეთ და კვლავ ოდნავ შეათბეთ. 2-3 ჩ/კ ნებისმიერი სააფთიაქო ბალზამი დაუმატეთ და თავსახური დაახურეთ. 3 საათში შეგიძლიათ მინის ქილებში გადაიტანოთ და ბნელ ადგილას 7 დღე შეინახოთ, საბანში შეფუთეთ. ¼ ჭიქა ნარევი ყოველ მეორე დღეს ჭამამდე დალიეთ. ნახარში მთელ ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს, ქრონიკული დაღლილობის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა.