საუკეთესო რეცეპტები მხედველობის გასაუმჯობესებლად მოხუცი ექთნის რვეულიდან

1131

Vivien გიზიარებთ ხალხურ რეცეპტებს, რომელთა დახმარებით მხედველობის გაუმჯობესებას შეძლებთ.

  • ასკილის ნაყოფის ნახარში ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა მხედველობის გასაუმჯობესებლად. 3-4 ჩ/კ დაქუცმაცებულ ნაყოფს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. მაქსიმუმ 5 წუთით ხარშეთ. თბილ ნარევს 1 ჩ/კ თაფლი (1 ჭიქა ნახარშზე) დაუმატეთ.
  • მოცვის და ჟოლოს ახალი კენკრა თანაბარი პროპორციით აურიეთ. სიტყვაზე, მოცვი მხედველობის გასაუმჯობესებლად ერთ–ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება, ამიტომ შეუზღუდავად შეგიძლიათ მიირთვათ.
  • 3 ჩ/კ ჭაობის კოთხუჯის დაქუცმაცებულ ფესვს 1 ჭიქა მდუღარე წყალი (გასუფთავებული წყალი) დაასხით და ნახევარი საათით გააჩერეთ. ¼ ჭიქა ნარევი დღეში 3–ჯერ დალიეთ.
  • მთელი დღის განმავლობაში ყოველ 2-3 საათში 5 ცალი ლიმონურა შეჭამეთ. მწვანე ჩაი დააყოლეთ.
  • 4-6 დიდ კოვზ ჭანგას დაქუცმაცებულ ხმელ ფესვს 5 ჭიქა სუფთა წყალი დაასხით და მოცულობის მეოთხედამდე შემცირებამდე ხარშეთ. 1 დიდი კოვზი მზა ნახარში დღეში 4-5-ჯერ დალიეთ.
  • ¼ ჩ/კ თაფლი და ½ ჭიქა ჩაის ძლიერი ნაყენი აურიეთ. მზა ნარევი თვალში ჩასაწვეთად გამოიყენეთ. 5 წვეთი დღეში 3–ჯერ.
  • ღამით 1 ჭიქა თაფლიანი წყალი დალიეთ. 1 ჩ/კ თაფლი 1 ჭიქა სუფთა წყალს დაუმატეთ.
  • ყოველდღე მინიმუმ 1 ჭიქა ახალი სტაფილოს წვენი და ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი დალიეთ.
  • რეკომენდებულია, რომ მხედველობის გასაუმჯობესებლად დღეში მინიმუმ 150 გრ კოჭის და წითელი ჭარხლის სალათი მიირთვათ, რომელიც თითო ჩაის კოვზი ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით უნდა მორთოთ.
  • 1–2 ჩ/კ დაქუცმაცებული ჭინჭარი (როგორც ფოთლებ, ასევე ღეროები შეგიძლიათ გამოიყენოთ) 2 ჭიქა წყალში 5 წუთით ხარშეთ. მარლაში გადაწურეთ და მწვანე ჩაის აურიეთ. დღეში ნახევარი ჭიქა დალიეთ.
  • 1 ჩ/კ ხმელი გულყვითელა 1 ჭიქა ცხელ წყალში ხარშეთ, შემდეგ თბილ ადგილას 3-5 წუთით გააჩერეთ და გადაწურეთ. ჭიქა საშუალება ყოველ 4-6 საათში დალიეთ. თაფლი შეგიძლიათ დაუმატოთ.
  • 1 ჩ/კ ხმელი კამის თესლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 5 წუთში პატარა ყლუპებით დალიეთ. დღეში 2-ჯერ დალიეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს