გემრიელი ნარევი ნიგვზით თმის ცვენას, ფრჩხილების მტვრევადობას და უძილობას კურნავს

1156

გაქვთ ძილის პრობლემები? გაწუხებთ ფრჩხილების მტვრევადობა? განიცდით თმის ცვენას? თუ სამივე კითხვას დადებითად უპასუხეთ, სავარაუდოდ, თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობა დარღვეულია. თირკმელზედა ენდოკრინული ჯირკვლები თირკმლების ზედა ნაწილში მდებარეობს. მათი ფუნქციაა ბევრი ჰორმონის წარმოება, მათ შორისაა ადრენალინი და სტეროიდები. ეს ჰორმონები ნივთიერებათა ცვლას, იმუნურ სისტემას, არტერიულ წნევას არეგულირებენ და ორგანიზმს სტრესთან ბრძოლაში ეხმარებიან. თირკმელზედა ჯირკვლის ნებისმიერი დისფუნქცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რიგ პრობლემებს იწვევს. არსებობს მარტივი საშუალება, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლების მუშაობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

დაგჭირდებათ ნიგოზი, თაფლი, ოხრახუშის ფოთლები, ქიშმიში, კოჭა. პირველ რიგში, ნიგოზი და ოხრახუშის ფოთლები ერთად დააქუცმაცეთ. ქიშმიში, ცოტა თაფლი და მწიკვი კოჭა დაუმატეთ. 2 ს/კ ნარევი დილით, უზმოზე მიირთვით. ექსპერტები ამბობენ, რომ საშუალება კვირაში 2-3-ჯერ უნდა მიიღოთ, რომ თქვენი სხეულის ბალანსი აღადგინოთ. მალე შეამჩნევთ, რომ ღამით უკეთ გძინავთ, თმა და ფრჩხილები უფრო ძლიერი და ჯანმრთელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს