5 ძლიერი შინაურული სამკურნალო მალამო სოფლის ექიმის რვეულიდან

1502

Vivien გიზიარებთ ეფექტური შინაურული მალამოების რეცეპტებს, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებს კურნავენ.

1. სასწაული მალამო – ეს მალამო ბევრ დაავადებას კურნავს: ფიბრომა, მასტიტი, განგრენა, წყლული (მათ შორის ტროფიკული), დამწვრობა, ჩირქგროვა, აბსცესი, სახსრების ტკივილი, ქრონიკული ჰაიმორიტი, ჩირქოვანი ოტიტი, ყელში აბსცესები, საკვერცხეების კისტა. ამ უსიამოვნებების მოშორებას სასწაული მალამოს დახმარებით შეძლებთ. მომზადების წესი: 1 ჭიქა რაფინირებული მცენარეული ზეთი მინანქრის ჭურჭელში ჩაასხით, ასანთის ყუთის ზომა ფუტკრის ცვილი დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით, რომ ცვილი გადნეს. კარგად მოხარშული ნახევარი კვერცხის გული ჩანგლით დაჭყლიტეთ და ცოტ–ცოტა ზეთისა და ცვილის ნარევს დაუმატეთ. აურიეთ, ცეცხლიდან გადმოდგით და 10-15 წუთით გააჩერეთ. ნეილონის ქსოვილში გადაწურეთ. მაცივარში მინის ჭურჭელში შეინახეთ. მალამო ძალიან ეფექტურია. მალამოს ჩასაწვეთებლად წყლის ორთქლზე 40 გრადუსზე შეათბეთ. შენიშვნა: ცვილი ფუტკრის, ნატურალური უნდა იყოს. გარე გამოყენებისთვის ნებისმიერი ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ, შიგნით მისაღებად ზეითუნის ზეთი საუკეთესოა. კურნავს შემდეგ უსიამოვნებებს:

  • ჰაიმორიტი – თუ საშინელი ჰაიმორიტი გაწუხებთ, გამდნარი 1 ს/კ მალამო მაშინვე პიპეტით აიღეთ და ცხვირში ჩაიწვეთეთ. სწრაფად იმოქმედეთ, რომ ნარევი არ გამაგრდეს. მალამო ცხვირში 2–ჯერ, 1 საათიანი ინტერვალით ჩაიწვეთეთ. ასე ერთთვიან ჰაიმორიტსაც მოიშორებთ. მალამო ჰაიმორიტის სინუსებს არღვევს და დიდი ძალით ჩირქს იწოვს.
  • ჩირქოვანი ოტიტი – ბამბა ჩალიჩივით დაგრიხეთ, მალამოში გაჟღინთეთ და ყურში ჩაიდეთ. აუცილებლობის შემთხვევაში ბამბა გამოცვალეთ. ამავდროულად, მალამო ყურის უკან წაისვით. მალამო ჩირქს გამოიღებს. ასე ყველა სახის ოტიტის განკურნება შეიძლება.
  • ყელში აბსცესები, ჩირქოვანი ანგინა – მალამო ყელში წაისვით და გარედან საფენი დაიფინეთ. თუ ამას საღამოს გააკეთებთ და ყოველ საათში პროცედურას გაიმეორებთ, დილით აბსეცესები დასკდება.
  • ბრონქები, კუჭ–ნაწლავის ტკივილი, ძირმაგარა სხეულზე, თვალზე ჯიბლიბო – ½ ჩ/კ მალამო ჭამამდე დღეში 3-ჯერ მიიღეთ.
  • დამწვრობა, ჭრილობა, შეშუპება, კბილის ტკივილი, მუხლის სახსრების ტკივილი – ღამით მალამო მტკივნეულ ადგილას წაისვით და შეიფუთეთ. სუფთა თითით მალამო კბილსა და ღრძილებზე წაისვით. მალე უსიამოვნება უკან დაიხევს. შედეგი გაგახარებთ.
  • ტროფიკული წყლულები, განგრენა – მალამოში გაჟღენთილი სალფეთქი დაიფინეთ და ყოველ 2 საათში გამოცვალეთ. ჭრილობიდან ჩირქი გამოვა და თავად დარწმუნდებით, რამდენად სწრაფად მიმდინარეობს თქვენი განკურნება.
  • ფრჩხილების გასაძლიერებლად მალამო ღამით ფრჩხილებზე წაისვით.

2. ანთების საწინააღმდეგო მალამო – დაგჭირდებათ 1 ჭიქა ცხოველის ცხიმი, 100 გრ მცენარეული ზეთი, 1 ს/კ არყის კვირტები, 50 გრ პროპოლისი. ცხიმი წყლის ორთქლზე გაადნეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ, არყის კვირტები დაუმატეთ და წყლის ორთქლზე 3 საათით გააჩერეთ. გაგრილებისას პროპოლისი დაუმატეთ და აურიეთ. პროპოლისის გადნობის შემდეგ მცენარეული ზეთი დაასხით და წყლის ორთქლზე სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ. გადაწურეთ და მაცივარში შეინახეთ. ბრონქიტის, სახსრების ართროზის და ოსტეოქონდროზის დროს დაგეხმარებათ.

3. მალამო ჭრილობის, მათ შორის ჩირქოვანი ჭრილობის შესახორცებლად – მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ ბატის მარწყვა–ბალახის ახალი წვენი. 1 ს/კ მცენარის წვენს 60 გრ გამდნარი ღორის ქონი დაუმატეთ. აურიეთ და თბილ ადგილას გააჩერეთ, შემდეგ კვლავ აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ამის შემდეგ 1 ჩ/კ ფუტკრის ცვილი და ცოტა პროპოლისი დაუმატეთ. მიღებული მასა ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 5 წუთით ადუღეთ. 2 საათით სითბოში გააჩერეთ, რომ ყველაფერი კარგად გაიჟღინთოს. ამის შემდეგ მაცივარში შეინახეთ, მაგრამ ყოველ საათში მალამოს კარგად აურიეთ, რომ თანაბრად გასქელდეს. ახლა მალამო მზადაა. მაცივარში შეინახეთ. მალამოს გამოყენება მარტივია. ჭრილობაზე წაისვით და ზემოდან საფენი დაიფარეთ. მალე ჭრილობა შეხორცდება.

4. ბერულას მალამო ჭრილობის, წყლულების და ძირმაგარას სამკურნალოდ – 10 გრ დაქუცმაცებულ ბერულას ბალახის ფხვნილს 50 გრ კარაქი ან მცენარეული ზეთი და 1 ჩ/კ თაფლი აურიეთ. მალამო ჭრილობაზე დღეში 2-3-ჯერ წაისვით, ძირმაგარაზე – ლეიკოპლასტირის ქვეშ. ჭრილობა სწრაფად შეხორცდება.

5. სამკურნალო სასწაული მალამო – დაგჭირდებათ 40 გრ ნატურალური ცვილი, 100 გრ ზეითუნის ზეთი (მცენარეულიც შეიძლება), 2 ს/კ შაქრის ფხვნილი. ცვილი და ზეთი აურიეთ, შაქარი დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით. ნელა აურიეთ, ცვილი და შაქარი ზეთში გაადნეთ. ხანგრძლივი და ნელი პროცესია. განუწყვეტლივ აურიეთ, შაქარი მიწვას იწყებს (ეს დიდად საშიში არაა). შედეგად ცვილი მყარიდან რბილ მდგომარეობამდე გადავა. ერთგვაროვანი მალამო უნდა გამოვიდეს. გააგრილეთ და გამოიყენეთ. მალამო კანში ღრმად აღწევს და ნებისმიერ ანთებით პროცესს კურნავს.

  • სურდო და გაჭედილი ცხვირი – ცხვირის ძგიდეზე წაისვით ან თითოეულ ნესტოში ჩაიწვეთეთ. არ იკბინება. კარგია პატარებისთვის, რომ წვეთებით არ დატანჯოთ. მაშინვე დაეხმარება.
  • მტკივნეული ყელი – ნუშისებრ ჯირკვლებზე წაისვით და ყელი შეიფუთეთ.
  • ხველა – მკერდზე შეიზილეთ. როგორც წინ, ასევე უკან წაისვით.
  • პირის და ტუჩის იარები.
  • ყურის ანთება – ტამპონი ჩაიდეთ. მეორე დღეს ანთება გაქრება.
  • ნებისმიერი დაბეჟილობა და იარა კანზე გამოხატული ანთებით
  • კუნთების დაჭიმულობა
  • სახსრების ტკივილი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს