Vivien გიზიარებთ ხალხურ რეცეპტებს, რომლებიც გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლოა.
- 100 გრ გასუფთავებული ნიორი დააქუცმაცეთ და 6 ლიმნის წვენი დაასხით. აურიეთ და ქილაში გადაიტანეთ, მარლა დააფარეთ. გრილ ადგილას შეინახეთ. 1 ჩ/კ ნარევი მიიღეთ, თბილი წყალი დააყოლეთ.
- 8 ლიმონი, 400 გრ ნიორი, 4 კგ ნიახური (ფოთლები და ფესვები), 400 გრ პირშუშხა ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, ქილაში გადაიტანეთ, მარლა დააფარეთ და 12 საათით სითბოში (30°C) გააჩერეთ. 3 დღე მაცივარში შეინახეთ. წვენი გაწურეთ და თითო ჩაის კოვზი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ.
- 2 ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში გააჩერეთ, თაფლი დაასხით და 6 დღე დააყენეთ. ნარევი დღის განმავლობაში თანაბარი ულუფებით მიირთვით. ამ დღეს სხვა არაფერი ჭამოთ. 2 დღეში ნაყენი ისევ გააკეთეთ და ნაწილობრივი შიმშილობა მოაწყვეთ. 3-4 კურსის შემდეგ არტერიული წნევა შემცირდება.
- 2 ლიმონი და 2 ფორთოხალი შუაზე გაჭერით, კურკები მოაშორეთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მასას 2 ს/კ თაფლი დაუმატეთ, 1 დღე მინის ჭურჭელში ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, შემდეგ მაცივარში შეინახეთ. დღეში 2-3 ჩ/კ ნარევი ჩაისთან ერთად ან ჭამის წინ მიირთვით.
- 500 გრ ლიმონი ქერქიანად (უკურკოდ), 500 გრ შტოში, 500 გრ თესლისგან გასუფთავებული ასკილი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, 500 გრ თაფლი დაუმატეთ და აურიეთ. 1 დღე თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ. 1 ს/კ ნარევი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე მიიღეთ. მაცივარში შეინახეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს