უზმოზე დალეული 1 ჭიქა სუფთა წყალი 50 წელი ჯანმრთელობას ნიშნავს – იაპონელები დღეგრძელებად არიან მიჩნეულნი, სხვა ქვეყნებს მათი ჯანმრთელობის გულწრფელად შურთ. წყლით მკურნალობა იაპონიაში პოპულარული მეთოდია. დილით გაღვიძებისთანავე წყალი უნდა დალიოთ. წყალი ბევრი დაავადებისთვის საუკეთესო წამალია. იაპონური სამედიცინო ასოციაცია დილით დალეული წყლის სამკურნალო ეფექტს ადასტურებს: თავის ტკივილის, გულის პრობლემების, ბრონქიტის, კუჭის და სხვა დაავადებების განკურნება ჯადოსნურად ხდება. საქმე ხანგრძლივ და სერიოზულ დაავადებებსაც ეხება.
აღიარებულია ეფექტურ წამლად შემდეგი დაავადებებისთვის:
- თავის ტკივილი
- სხეულის ტკივილი
- გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
- ართრიტი
- გახშირებული გულისცემა
- ჭარბი წონა
- თირკმლის და შარდის ბუშტის დაავადებები
- გასტრიტი
- დიარეა
- შაქრიანი დიაბეტი
- ყაბზობა
- თვალის დაავადებები
- ქალის ორგანოს დაავადებები
- მენსტრუაციული ციკლის დარღვევა
- ყურის, ყელის და ცხვირის დაავადებები
წყლით მკურნალობის იაპონური მეთოდი
- დილით, სანამ კბილებს გაიხეხავთ, 4 ჭიქა წყალი დალიეთ (1 ჭიქა წყალი – 150 მლ).
- კბილები გაიხეხეთ, მაგრამ შემდეგი 45 წუთის განმავლობაში არაფერი ჭამოთ და დალიოთ.
- ამ 45 წუთის შემდეგ ნებისმიერი რამ შეგიძლიათ შეჭამოთ.
- საუზმიდან 2 საათის განმავლობაში არაფერი დალიოთ და შეჭამოთ.
- თუ დილით 4 ჭიქა წყლის დალევა არ შეგიძლიათ, მცირე დოზით დაიწყეთ და თანდათან გაზარდეთ ისე, რომ 4 ჭიქამდე ახვიდეთ.
ზოგიერთი დაავადების მკურნალობის ვადა:
- მაღალი წნევა – 30 დღე
- გასტრიტი – 10 დღე
- დიაბეტი – 30 დღე
- ყაბზობა – 10 დღე
- ართრიტის დროს მეთოდი პირველ კვირას 3 დღე გამოიყენეთ, მეორე კვირიდან – ყოველდღე.
ასეთ სამკურნალო მეთოდს გვერდითი ეფექტები არ აქვს, თუმცა მკურნალობის დაწყებისას შარდვა შეიძლება გახშირდეს. გირჩევთ, რომ პროცედურა განკურნების შემდეგაც გააგრძელოთ და ეს თქვენი ცხოვრების წესად აქციოთ. დალიეთ წყალი და ჯანმრთელი და აქტიური დარჩით.