ჩაის 6 რეცეპტი სტრესის, დეპრესიის და ნერვიულობის წინააღმდეგ

870

Vivien გიზიარებთ ჩაის 6 სამკურნალო რეცეპტს, რომელთა დახმარებით დეპრესიის, სტრესის, შფოთვის და ნერვიულობის მოშორებას შეძლებთ.

  1. ძლიერი სტრესის და ნერვული შოკის დროს ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 20 გრ პიტნა, 25 გრ კატაბალახის ფესვი, 50 გრ თავშავას ყვავილი, 50 გრ სამკურნალო ძიძო, 50 გრ კუნელი. 2 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით და დააყენეთ. ნახევარი ჭიქა ჭამის წინ დალიეთ.
  2. ძილის პრობლემების დროს ღამით ჩაი დალიეთ. დაგჭირდებათ 1 ს/კ გვირილას ყვავილები, 1 ს/კ ბარამბოს ფოოთლები, 0,5 ს/კ კრაზანას ბალახი, 0,5 ს/კ სვიის გირჩები. 0,5 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და 15 წუთით გააჩერეთ. გადაწურეთ და დაძინებამდე 2 საათით ადრე დალიეთ. ცნობისთვის, ბარამბო უძველესი დროიდან მშვიდი ძილის შესანიშნავ საშუალებად ითვლება, ამავდროულად, ნერვიულობის და გაღიზიანების დროს შეუცვლელია.
  3. უძილობის საწინააღმდეგო ნაყენი – 3 ჩ/კ ბარამბოს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 5 წუთით გააჩერეთ (თავსახური დაახურეთ. წვეთები, რომლებიც სახურავზე ილექება, ჭურჭელში ჩაფერთხეთ, რადგან ეთერზეთებს შეიცავს). 1-2 ჭიქა ნაყენი დღის განმავლობაში დალიეთ.
  4. ჩაი მოგზაურობის წინ – დაგჭირდებათ: კატაბალახის ფესვი, სვიის გირჩები, კრაზანა, ბეგქონდარა. თანაბარი პროპორციებით აურიეთ. 2 ს/კ ნარევი თერმოსში ჩაყარეთ, 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 1 საათით გააჩერეთ. 0,5 ჭიქა ნარევი მოგზაურობის წინ ან გარეთ გასვლისას დალიეთ.
  5. სტრესის გამქრობი ნაყენი – 1 ს/კ სვიის გირჩებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და 10 წუთით გააჩერეთ. გადაწურეთ და 0,5 ჭიქა ნარევი დღეში 2–ჯერ, ჭამის წინ დალიეთ.
  6. დეპრესიისკენ მიდრეკილება გაქვთ? ნახარში განწყობას გააუმჯობესებს – 4 ს/კ კრაზანას ბალახს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 2 წუთით გააჩერეთ. შემდეგ თავდახურულ ჭურჭელში 10 წუთით ფირის გამოჩენამდე გააჩერეთ. გაგრილებული ნახარში გადაწურეთ. 0,5 ჭიქა ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ დალიეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს