Vivien გიზიარებთ ერთი სასიამოვნო, ენერგიული მოხუცის ამბავს, რომელმაც სამკურნალო ხალხური რეცეპტით ონკოლოგიური დაავადების განკურნება შეძლო. „1985 წელს ორი ოპერაციის შემდეგ ონკოლოგიური კლინიკიდან გამომწერეს და სახლში მოსაკვდომად გამომწერეს, როგორც მოგვიანებით გაირკვა, 10 დღის სიცოცხლე დამრჩენოდა. სახლში 2 დღიანი წოლის შემდეგ გამახსენდა მთელი ორგანიზმის სამკურნალო რეცეპტი, სადაც მთავარი კომპონენტია ალოე. ჩაწერილი რეცეპტი სადღაც დავკარგე, მაგრამ მომზადება დავიწყე იმით, რაც მახსოვდა.4-5 წლიან ორ მცენარეს ყველა ფოთოლი მოვწყვიტე, გავრეცხე და მარლით გავწმინდე, ეკლები მოვაშორე და ხორცსაკეპ მანქანაში გავატარე. რბილობთან ერთად 2 ლ ნარევი გამოვიდა. 3 კგ თაფლი, 2 ბოთოლი კაგორი გამოვიღე. ყველაფერ სუფთა მინანქრის ტაშტში ჩავასხი და კარგად ავურიე. 2 სამლიტრიანი ქილა გავავსე. თავსახური მჭიდროდ დავახურე, შავ მაისურში გავახვიე და ცემენტზე იატაკქვეშ შევინახე. დამავიწყდა, თუ რამდენ ხანს უნდა დამეყენებინა და როგორ მიმეღო. 10 დღეში 1 ქილა ავიღე, შევანჟღრიე და ბოთლებში ჩავასხი. 1 ს/კ ნარევს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე ვიღებდი. შავში გახვეულ ბოთლებს მაცივარში ვინახავდი. სამკურნალო ნარევს დიდხანს ვიღებდი.
ოქტომბერში ექიმთან კონსულტანციაზე მივედი. აქ გაირკვა, რასაც პროგნოზირებდნენ ექიმები ჩემზე. შემდეგ გამოჩნდა ონკოლოგიური კლინიკის ამონაწერი, რომელსაც დირექტორი ხელს აწერდა. ამონაწერში ეწერა, რომ გამომწერეს დიაგნოზით „საშვილოსნოს სიმსივნე განგრენული ქსოვილის დაშლის სტადიაზე“, როგორც უკურნებელი, არადა სრულად ჯანმრთელი ვიყავი და წონაში 22 კგ მოვიმატე.ჩემ მიერ გამოყენებული მეთოდი გარკვეული დაზუსტებით: ალოე მოჭრამდე 5 დღე არ მორწყათ. 16-18 გრადუსის წითელი ღვინო ან 0,5 ლ პორტვეინი გამოიყენეთ. ნარევი 5 დღე დააყენეთ. პირველი 5 დღის განმავლობაში თითო ჩ/კ ნარევი მიიღეთ, შემდეგ მინიმუმ 2-3 კვირა – 1 ს/კ. სურვილის შემთხვევაში კურსი 1,5-2 თვე გააგრძელეთ. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს პირველ დღეებში მადა გაეზარდოს.
ალოეს ნარევი მსგავსი დოზით შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილტვების ტუბერკულოზის, კუჭის წყლულის, ფსიქიკური აშლილობის, სისხლის ქრონიკული დაავადების, ქალური უსიამოვნების, დამბლის, კბილების და თავის ტკივილის დროს. მეთოდი კუჭის, ღვიძლის, ნაწლავების და გულის ქრონიკული და მწვავე დაზიანების დროსაც უნივერსალურია. არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ საპროფილაქტიკოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. პროფილაქტიკისთვის საკმარისია 350 გრ ალოე, 600 გრ თაფლი, 350 გრ ღვინო. ყოველ 5 წელში ასეთ ნაყენს პროფილაქტიკისთვის ვსვამ. 78 წლის ვარ და ჯერ კიდევ სიკვდილს არ ვაპირებ. სხვადასხვა სამკურნალო ბალახებს ვაგროვებ, მათ ჩაის ვსვამ, დილით 40 წუთით ვარჯიშობ“.