ახალგაზრდები ბინის და მანქანის შეძენას არ ჩქარობენ და ამას წარმატების მაჩვენებლად აღარ თვლიან

839

შუახნის და ხანდაზმული ადამიანები ახალგაზრდებს ყოველთვის კიცხავენ. მუდმივად შეიძლება მოისმინოთ, რომ ადრე ახალგაზრდები უფრო სერიოზულები, მიზანდასახულები, შრომისმოყვარეები და უბრალოდ უკეთესები იყვნენ. რამდენად მართალია ეს? ნუთუ თანამედროვე საზოგადოების ახალგაზრდობა განსხვავებულია და სამყაროს განსხვავებულად უყურებს?

ახალგაზრდები თანამედროვე საზოგადოებაში – სხვადასხვა კვლევები და გამოკითხვები აჩვენებს, რომ ახლანდელი ახალგაზრდები წარმატებას ნამდვილად განსხავებულად ზომავენ. თუ ადრე ბინა და ავტომობილი ნებისმიერი ადამიანის აუცილებელი მიზანი იყო, ახლა სიტუაცია შეიცვალა. ახალგაზრდები ასეთი ძვირადღირებული ქონების შეძენას არ ჩქარობენ.

საქმე შემოსავლის დონეს არ ეხება. აშშ–ში მილენიალებს (დაახლოებით 30-35 წლის ადამიანები) მოიჯარე თაობას თამამად უწოდებენ. ისინი საცხოვრებელ სახლს, მანქანას, ტექნიკას ან ავეჯს მუდმივად ქირაობენ და სამუდამოდ არ ყიდულობენ (მით უფრო, კრედიტს არ იღებენ).რა მოხდა? რიგი სპეციალისტები ამას ბოლო პერიოდში გახშირებულ ფინანსურ კრიზისებს უკავშირებს და ასეთი ცუდი გამოცდილება ახალგაზრდებს აფრთხობთ, რომ მთელი ფული ერთ ობიექტში ჩადონ. მით უფრო, არ სურთ დიდი კრედიტის აღება, რომლის გადახდა წლები მოუწევთ.

უფრო სავარაუდოა, რომ ახალგაზრდები სამყაროს ისე არ უყურებენ, როგორც მათი მამები და ბაბუები. ახალგაზრდებს არ სურთ შეძლებულობა ან სტაბილურობა, ამიტომ ქონების დაგროვებას არ ჩქარობენ. თუმცა თითქმის ყველას სურს ფინანსური დამოუკიდებლობა, მოქნილი სამუშაო გრაფიკი, თავისუფალი გადაადგილება და ნებისმიერ მომენტში საცხოვრებლის შეცვლის შესაძლებლობა.რა საჭიროა ავტომობილის ქონა, თუ ნებისმიერი ტრანსპორტის ქირაობა გონივრულ თანხაში შეიძლება? დიახ, ზოგჯერ ტაქსის მომსახურება უფრო მომგებიანია, ვიდრე საკუთარი მანქანის მომსახურება.

რა საჭიროა ბინის შეძენა – ბინის ყიდვა, რომ მთელი ფული (თან კრედიტი აიღოს) მასში ჩადოს? რატომ? ხომ შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ერთ–ერთი თანამედროვე სერვისით საცხოვრებელი იქირავოს. თქვენ ხომ არ იცით, რამდენ ხნით გსურთ ამ ადგილას ცხოვრება.საშუალოდ, ახალგაზრდა ამერიკელი სამუშაო ადგილს ყოველ 3 წელიწადში იცვლის. ამ შემთხვევაში ბინის ქირაობა უფრო მომგებიანია. სამუშაოს შეცვლისას ყოველთვის შეგიძლიათ ნებისმიერ ქალაქში, სამსახურთან ახლოს ბინა ან სახლი იპოვოთ.

ახალგაზრდებს გამოცდილების და შთაბეჭდილებების მოპოვება მეტ სიხარულს ანიჭებს, ვიდრე ნივთების შესყიდვა. ყველაზე ცუდი გამოცდილებაც კარგ ისტორიად იქცევა. ახალგაზრდებს უფრო აინტერესებთ იმის მოსმენა, თუ როგორ გაატარა მისმა თანამოსაუბრემ დასვენების დღეები სხვა ქვეყანაში, და არა ის, თუ რა სანტექნიკა აირჩია საკუთარი ახალი ბინისთვის.ახალგაზრდებს ნაკლები ნერვიულობა ურჩევნიათ. მაგალითად, საკუთარი ავტომობილის ფლობა მხოლოდ საზრუნავს მატებს. თქვენ ხომ ფანჯარაში იხედებით, როცა გარეთ სიგნალიზაცია ირთვება. სახლი თანამედროვე ტექნიკით შეიძლება ნებისმიერ წუთს გაქურდონ. ძვირადღირებული ტელევიზორიც შეიძლება საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ გაფუჭდეს. მხოლოდ ნერვების მოშლა.

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს დროში გასართობად, სამოგზაუროდ, სამუშაოდ და ბიზნესისთვის სულ უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებს სურთ მეტი შესაძლებლობის გამოყენება, ბევრის დანახვა და ბევრის გამოცდა. ნუთუ შეიძლება ამის გამო გაკიცხოთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს