ქVivien გიზიარებთ ხალხურ რეცეპტს მკითხველს პირადი გამოცდილების საფუძველზე.
„ეს რეცეპტი ჩვენს ოჯახში მემკვიდრეობით გადადის, მე დედამ მომცა, დედას – ბებიამ. რეცეპტი წარმოუდგენლად მარტივია. მისი დახმარებით არა მხოლოდ ქოლესტერინის დონეს შეამცირებთ, არამედ ნაწლავებს წიდებისა და ტოქსინებისგან გაწმენდთ, წნევას და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს დაარეგულირებთ. სამკურნალო საშუალების მიღებიდან რამდენმე დღეში ძალების მატებას იგრძნობთ, ხოლო 1 თვის შემდეგ წნევა დარეგულირდება და გულ–სისხლძარღვთა დაავადებების წარმოშობის და განვითარების რისკი შემცირდება.
100-150 მლ წიწიბურას კისელი დღეში 2–ჯერ, საუზმის და ვახშმის წინ, 30 წუთით ადრე დალიეთ. ყოველი ჭამის შემდეგ 1 ჩ/კ თაფლი შეჭამეთ. გაწმენდის კურსი – 1 თვე. წიწიბურას კისელის მოსამზადებლად 3-4 ს/კ წიწიბურას ფქვილს (წიწიბურას მარცვლები ფქვილის მიღებამდე ყავის საფქვავში დაფქვით) 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით, კარგად აურიეთ და 1 ლ მდუღარე წყალი ნელა დაუმატეთ, კარგად აურიეთ. დაახლოებით 5-10 წუთით მომზადებამდე ხარშეთ. ცეცხლიდან გადმოდგმამდე 1 ს/კ მცენარეული ზეთი (მაგალითად, ზეითუნის ზეთი) დაუმატეთ,” – გვიზიარებს მკითხველი.