ექინაცეას სისხლის გამწმენდს ტყუილად არ უწოდებენ. სუფთა სისხლი ჯანმრთელ ორგანიზმს ნიშნავს. მცენარე ლიმფურ სისტემას, სისხლს, თირკმლებს და ღვიძლს აქტიურად წმენდს. ექინაცეა ექიმია, რომელიც არა დაავადებებს, არამედ მის გამომწვევ მიზეზებს ებრძვის. Vivien გიზიარებთ ხალხურ რეცეპტს ექინაციით სისხლის გასაწმენდად.
1 ს/კ ხმელი ექინაცეა (ფოთოლი, ღერო, ყვავილი) თერმოსში ჩაყარეთ და 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. მთელი ღამე გააჩერეთ. მინანქრის ჭურჭელიც გამოგადგებათ. კარგად შეფუთეთ. დილით გადაწურეთ და 100-150 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ასე 10 დღე დალიეთ. 5 დღე შეისვენეთ, შემდეგ 10 დღის განმავლობაში დღეში 2-ჯერ ნაყენის მიღება გააგრძელეთ. ეს ერთი კურსია. ასეთი სამკურნალო კურსი აუცილებლობის შემთხვევაში კიდევ 3-ჯერ, 10 დღით 1 თვიანი შესვენებებით გაიმეორეთ.