Vivien გიზიარებთ სამკურნალო მცენარეებს და ხალხურ რეცეპტებს, რომელთა დახმარებით მაღალი ტემპერატურის დაწევას შეძლებთ. მედიკამენტების გამოყენება არ დაგჭირდებათ.
- ჟოლოს ღეროები (რაც უფრო სქელია ღერო, მით უკეთესი) ყველაზე ძლიერი ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალებაა. 20-30 წუთით მუქი ჟოლოსფერი ნახარშის მიღებამდე ხარშეთ და დღის განმავლობაში რამდენჯერმე დალიეთ. ჟოლოს ყვავილები და ხმელი ნაყოფიც ეფექტურია.
- ცაცხვის ყვავილები და 1 ვაშლი ქერქიანად მოხარშეთ, თაფლი დაუმატეთ. ცხელი ნაყენის 3-5 ფინჯანი სწრაფად დალიეთ.
- ტირიფის ქერქი სალიცილის მჟავის ბუნებრივი წყაროა. 20 გრ გახეხილი ქერქი 200 მლ მდუღარე წყალში მოხარშეთ, 30 წუთით დააყენეთ და თითო სუფრის კოვზი დღეში 5-6-ჯერ დალიეთ.
- ანწლის ყვავილები, მოცხარის ფოთლები და კვირტები – მოხარშეთ და როგორც ჩაი დალიეთ.
- სიცხისდამწევი და ოფლდენი თვისებები აქვს შემდეგ მცენარეებსაც: პიტნის, გვირილას, ასისთავას, თავშავას, ბეგქონდარას და ბაყაყურას ბალახი, მარწყვის და მაყვალის ფოთლები.
- ნესვის წვენი და ახალდაწურული ფორთოხალი – ეფექტისთვის რამდენიმე ცალი დაგჭირდებათ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს