გამოცდილი მეთოდი თავის ტკივილის სამკურნალოდ

685

მედიკამენტებისგან განსხვავებით, ხელები ყოველთვის ჩვენთანაა!  თავის ტკივილის, მათ შორის შაკიკის მოსაშორებლად თავსა და კიდურებზე რამდენიმე სიმეტრიული წერტილი გამოიყენეთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ყველა წერტილზე რიგრიგობით იმოქმედეთ, ზემოდან ქვემოთ დაიწყეთ. თუ გრძნობთ, რომ 2-4 წერტილი უკეთ გშველით, მხოლოდ მათი გამოყენება დასაშვებია.

როგორ დავაჭიროთ? – თითი წერტილს ვერტიკალურად დაადეთ, ქვემოთ დააწექით და არა გვერდულად. ერთი ან ორი თითით (მათ შორის ორი ცერა თითით) შეგიძლიათ დააჭიროთ, თითები ერთმანეთს მჭიდროდ მიადეთ ან ერთმანეთს გადაადეთ. ასევე შეგიძლიათ სამი შეკრული თითი გამოიყენოთ. მთელი ხელისგულით ან მისი კიდით შეგიძლიათ დააჭიროთ, ამ დროს აქტიური წერტილი ზემოქმედების ცენტრში უნდა მდებარეობდეს. რაც უფრო ძლიერ დააჭერთ, მით უფრო მოკლე უნდა იყოს. 3-4-ჯერ გაიმეორეთ.

ორი შესაფერისი მეთოდი ტკივილის გასაქრობად:

  • წერტილზე 3-5 წამით მუდმივი ზეწოლა, შემდეგ თანდათან გაშვება;
  • პულსირებულად დაჭერა: 2-4 წამი დააჭირეთ, ამდენივე წამით მოადუნეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს