Vivien გიზიარებთ საუკეთესო პროდუქტებს, რომლებიც სახსრების დაავადებების, ართრიტის და ართროზის მკურნალობაში დაგეხმარებათ.
- ხალხში ართრიტს და რევმატიული ხასიათის შეშუპებას „კოჭის ჩაით“ მკურნალობენ: 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ნედლს 2 ს/კ წყალი დაასხით, 40 წუთით ადუღეთ, გადაწურეთ და შაქარი ან თაფლი დაუმატეთ. ჭამის შემდეგ დალიეთ. კოჭის მშრალი ფხვნილი მტკივნეულ სახსრებზე შეიზილეთ და თბილად შეიფუთეთ. კოჭა ორი სახის ბიოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ტკივილის მიზეზს, სახსრების ანთებას ებრძვის.
- წიწაკის ყველა სახეობა (შავი და ცხარე წითელი) წარმოუდგენლად სასარგებლოა, რადგან სისხლის მიმოქცევას და იმუნურ სისტემას ააქტიურებს. შავი და ბაჰარის წიწაკა ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებელ თვისებებს შეიცავს.
- ნიორი ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი სამკურნალო მცენარეა. ინდოელმა ექიმებმა ათასწლიანი გამოცდილების საფუძველზე დაყრდნობით გაარკვიეს, რომ დღეში 2–3 კბილი უმი ნიორი სახსრების მოძრაობას მხარს უჭერს, მათ შეშუპებისგან იცავს, ჩვენ – ტკივილისგან. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ნივრის ძალას პროსტაგლანდინის დაბლოკვა შეუძლია – ეს ქიმიური ნივთიერება დაზიანებულ ქსოვილებში იწარმოება და ადგილობრივ ანთებას იწვევს.
- ვაშლის ძმარი ართრიტთან საბრძოლველად შესანიშნავი საშუალებაა. ის ბევრ კალიუმს შეიცავს, რომელიც დაზიანებულ სახსრებში წარმოქმნილ და ანთების გამომწვევ მჟავის კრისტალებს შლის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს