საუკეთესო საშუალებები სახსრების ქსოვილების აღსადგენად

1022

სახსრების და მყესების ტკივილი და ხრაშუნი რომ მოიშოროთ, ასევე მათი ბუნებრივი მოძრაობა აღადგინოთ, ხალხური მედიცინის რეცეპტები გამოიყენეთ. Vivien გიზიარებთ ეფექტურ საშუალებებს სახსრების ქსოვილების აღსადგენად.

  • რეცეპტი 1 (შავქლიავი, ლეღვი და გარგარის ჩირი) – 1 საშუალო შავქლიავი, 1 ლეღვის ჩირი და 5 გარგარის ჩირი დაძინებამდე 2-3 საათით ადრე ყოველ საღამოს, 1-2 თვის განმავლობაში მიირთვით. ჩირები შეიცავს სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც მალთაშუა დისკების და სხვა შემაერთებელი ქსოვილების აღდგენით პროცესებს ააქტიურებს. ამ პროდუქტების მიღებით ხერხემლის ბუნებრივი ადგილმდებარეობა გარე ჩარევის გარეშე (მასაჟი და მანუალური თერაპია) აღდგება, სახსრების ქსოვილები უფრო მოქნილი და გამძლე გახდება. ხალხური საშუალება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის სასარგებლოა.
  • რეცეპტი 2 (სამკურნალო ნაყენი) – აბაზანა თივის მტვრის თხელი ფენით გაავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით, ნარევი ცოტა გააგრილეთ და ონკანის ცხელი წყალით გააზავეთ. ზემოთ ამოსული მტვერი წყლის ზედაპირზე ერთგვარი საბანია. პროცედურის დრო: 10-30 წუთი.
  • რეცეპტი 3 (სამკურნალო გვირილა) – 3 ს/კ სამკურნალო გვირილას 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და თავდახურულ ჭურჭელში 30 წუთით დააყენეთ (სასურველია, თბილ ქსოვილში შეფუთოთ). ნაყენი ტაშტში გადაიტანეთ, ცივ ან თბილ წყალში გააზავეთ და 10-15 წუთით ფეხის აბაზანა გაიკეთეთ. რეცეპტი ყოველდღიური სამკურნალო აბაზანისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  • რეცეპტი 4 (კალანჰოე და სელის თესლი) – კალანჰოეს ახალ ფოთლებს და დაქუცმაცებულ სელის თესლს მდუღარე წყალი დაასხით ისე, რომ სქელი ფაფა მიიღოთ. მზა მასა მარლაზე, ბინტზე ან სალფეთქზე გადაიტანეთ და დაზიანებულ სახსრებზე დაიფინეთ. პლასტირით ან ქსოვილით დაიფიქსირეთ. სამკურნალო ეფექტის გასაძლიერებლად თბილი საფენი მთელი ღამე გაიჩერეთ.
  • რეცეპტი 5 (ბაბუაწვერას ნაყენი) – სახსრების მოძრაობის აღსადგენად ბაბუაწვერას ნაყენი მოამზადეთ. ლიტრიანი ქილის ნახევარი ბაბუაწვერას ახალი ყვავილებით გაავსეთ, ბოთლის ხარისხიანი არაყი დაასხით, თავსახური დაახურეთ, პირდაპირ მზის ქვეშ 2 კვირა გააჩერეთ. ნაყენი მტკივნეულ სახსრებზე დღეში 2–ჯერ შეიზილეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს