რამდენიმე ხალხური რეცეპტი ქუსლების კანის დასარბილებლად

1824

Vivien გიზიარებთ 5 ხალხურ რეცეპტს, რომელთა დახმარებით ქუსლებზე გაუხეშებულ კანს მოიშორებთ და დაარბილებთ.

  1. 1 ს/კ სახამებელი, 1 ს/კ ლიმონის წვენი და 1 კვერცხის გული კარგად აურიეთ. ქუსლებზე წაისვით და 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ, პირსახოცით შეიმშრალეთ და კრემი წაისვით.
  2. შემდეგი ბალახები თანაბარი პროპორციით აიღეთ: გვირილა, ორკბილა, სალბი, გულყვითელა. 2 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ნახევარი საათით დააყენეთ, გადაწურეთ. ნაყენში მარლა დაასველეთ, ქუსლებზე დაიფინეთ, პარკით დაიფიქსირეთ, წინდები ჩამოიცვით. 1–2 საათით გაიჩერეთ.
  3. აბაზანა მოამზადეთ. 4 ლ თბილ წყალზე 100 მლ სააფთიაქო წყალბადის ზეჟანგი და 50 გრ ზღვის მარილი (უკიდურეს შემთხვევაში – ჩვეულებრივი მარილი) გამოიყენეთ. თავდაპირველად, მარილი ტაშტი გააზავეთ, ფეხები 5 წუთით ამ ნარევში ჩადეთ, შემდეგ წყალბადის ზეჟანგი დაუმატეთ და კიდევ 5 წუთით გააჩერეთ. ქუსლები პემზით დაიმუშავეთ, ნებისმიერი კრემი წაისვით. უკეთესი ეფექტისთვის წინდები ჩამოიცვით.
  4. თუ ქუსლებზე ნახეთქები გაქვთ, ხახვი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ან დააბლენდერეთ. 2 ს/კ ხახვის წვენი, 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი და 1 ჩ/კ თაფლი აურიეთ. მიღებული ფაფა ქუსლებზე წაისვით, პარკით შეიფუთეთ და ბამბის წინდა ჩაიცვით. მთელი ღამე გაიჩერეთ, დილით ნიღბის ნარჩენები გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ქუსლები პემზით დაიმუშავეთ და მკვებავი ან დამატენიანებელი კრემი წაისვით.
  5. ¾ სააფთიაქო გლიცერინი და ¼ თვითნაკეთი ვაშლის ძმარი აურიეთ. რეცეპტი ნომერ მე-4 რეცეპტის მსგავსი.

კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გირჩევთ, რომ A და E ვიტამინები მიიღოთ, დღეში მინიმუმ 2 ლ წყალი დალიოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს