ძლიერი სამკურნალო სასმელი ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით

769

Vivien გთავაზობთ სამკურნალო სასმელის რეცეპტს, რომელსაც ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს, სისხლის და ლიმფის მოძრაობას აუმჯობესებს, იმუნიტეტს აძლიერებს. უნიკალურ ფორმულას საუკუნეების განმავლოაბში ყველაზე სახიფათო დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ. მისი საიდუმლო ხარისხიანი და ახალი ნატურალური ინგრედიენტების კომბინაციაა.

ინგრედიენტები:

  • 2 ახალი წითელი წიწაკა
  • 2 ს/კ კურკუმა
  • 2 ს/კ გახეხილი პირშუშხა
  • 700 მლ ვაშლის ძმარი
  • 0,25 ჭიქა დაქუცმაცებული ნიორი
  • 0,25 ჭიქა დაქუცმაცებული ხახვი
  • 0,25 ჭიქა გახეხილი კოჭა

სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად ხელთათმანები გამოიყენეთ. ძმრის გარდა ყველა ინგრედიენტი აურიეთ. ნარევი ქილაში გადაიტანეთ. ძმარი დაასხით, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და შეანჟღრიეთ. იდეალური ვარიანტი: ქილის 2/3 მოცულობა მშრალი ინგრედიენტებით გაავსეთ, დარჩენილი ნაწილი – ძმრით. ქილა მშრალ, გრილ ადგილას 2 კვირა შეინახეთ. პერიოდულად შეანჟღრიეთ. 14 დღის შემდეგ გადაწურეთ, მხოლოდ წვენი დატოვეთ. სასმელი მზადაა. აუცილებელი არაა, რომ მაცივარში შეინახოთ. გამოყენების მეთოდი 1: 1 ჩ/კ სამკურნალო სასმელი ზეითუნის ზეთს აურიეთ და სალათი მორთეთ. ფრთხილად იყავით, სასმელის გემო და არომატი საკმაოდ ძლიერია. გამოყენების შემდეგ 1 ნაჭერი ლიმონი ან ფორთოხალი შეჭამეთ. გამოყენების მეთოდი 2: თითო ჩაის კოვზი სასმელი დღეში 3-ჯერ მიიღეთ, რომ იმუნიტეტი გააძლიეროთ და სურდო განკურნოთ. მიღებიდან 5 წუთში პატარა ნაჭერი კარაქი ან ქონი შეჭამეთ. ავადმყოფობის დროს დოზა შეგიძლიათ გაზარდოთ, ოღონდ თანდათან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს