8 ნაბიჯი ნებისმიერი სირთულის ხველის მოსაშორებლად

958

Vivien გიამბობთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ დაავადების საწყის სტადიაზე სახლის პირობებში.

  1. ბევრი წყალი დალიეთ – ყოველ 2 საათში 1 ჭიქა წყლის დალევა ჩვევად გქონდეთ. ასე ლორწოს რაოდენობას შეამცირებთ და ბრონქებს გააფართოებთ.
  2. სურდოს საწინააღმდეგო შინაურული მალამო მოამზადეთ – მინის ქილაში ზეითუნის ზეთი, ქოქოსის ზეთი და ფუტკრის ცვილი თანაბარი რაოდენობით აურიეთ. თავსახურს კარგად დაახურეთ და ნარევი შეანჟღრიეთ. ქილა ცივი წყლით სავსე ქვაბში ჩადეთ და ცეცხლზე დადგით. წყლის ადუღების შემდეგ ქილა ქვაბიდან ამოიღეთ, გახსენით, ნარევს აურიეთ, გააგრილეთ, მაგრამ გამაგრებამდე არა. რამდენიმე წვეთი პიტნის და ევკალიპტის ეთერზეთი დაუმატეთ. ნარევის სრულად გაგრილებას და გამაგრებას დაელოდეთ.
  3. ორთქლი ისუნთქეთ – ბებისეული რეცეპტი, რომელიც კარტოფილის ნახარშის სუთქვას გულისხმობს. როგორც ვარიანტი, ცხელ წყალს რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ან ფიჭვის ეთერზეთი დაუმატეთ. ევკალიპტი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც ლორწოს არბილებს, ხოლო ფიჭვის ეთერზეთი ამოსახველებელი საშუალება, რომელიც ნახველს მოგაშორებთ.
  4. რაციონში კაიენის წიწაკა ჩართეთ – სანელებელი თმასა და კანზე სასწაულებს ახდენს. კაპსაიცინის შემცველობის წყალობით წიწაკას ცხარე გემო აქვს. გაჭედილ ცხვირს და ფილტვებს დაგროვებული ლორწოსგან შესანიშნავად წმენდს.
  5. თავშავას ეთერზეთი გამოიყენეთ – თავშავა მხოლოდ პიცის ინგრედიენტი არაა. რეკომენდებულია ბრონქიტის დროს, რადგან ანტიბაქტერიული თვისება აქვს და ბრონქების ჯანმრთელობას მხარს უჭერს.
  6. კოჭის და მიხაკის ნარევი – ამ რეცეპტში ყველა ინგრედიენტი სურდოს ებრძვის და იმუნიტეტს აძლიერებს. ქვაბში 2 ლ წყალი ჩაასხით და ცეცხლზე დადგით. მწიკვი დარიჩინი, 10 ჩხირი მიხაკი და 1 ს/კ გახეხილი კოჭა დაუმატეთ. ნარევს აურიეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და რამდენიმე წუთით ადუღეთ. ცხელი ნახარში დალიეთ.
  7. ნიორი სწორად მიირთვით – ნიორი ანტივირუსული საშუალება და ნატურალური ანტიბიოტიკია. როგორ მივიღოთ ნიორი სწორად სურდოს დროს? ასეთი რეცეპტი სცადეთ: 250 მლ რძე ქვაბში ჩაასხით. რამდენიმე სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. რამდენიმე წუთით ადუღეთ. ჭიქაში გადაასხით და ცხელი სასმელი დალიეთ.
  8. თაფლი არ დაგავიწყდეთ – 1 ჩ/კ თაფლი ჩაის ან წყალს ლიმონთან ერთად დაუმატეთ, რომ ყელის ანთება გააქროთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს