ბალახი, რომელიც გრიპის ვირუსს ანადგურებს და 50 დაავადებას კურნავს

1372

Vivien გიამბობთ მცენარეზე, რომელიც სტრეპტოკოკს, ჰერპესს, კანდიდას, გრიპის ვირუსს ანადგურებს და 50-ზე მეტ დაავადებას კურნავს. ბეგქონდარას ანტისეპტიკური, ანტისპაზმური, ანტიბიოტიკური, ანტივირუსული, ფუნგიციდური, ბაქტერიციდული და ამოსახველებელი თვისებები აქვს, რომლის წყალობით მიკრობებს ანადგურებს, იმუნიტეტს ზრდის, ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება, უცხო ორგანიზმის მიმართ გამძლეობას ზრდის და სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას ხელს უწყობს.

ბეგქონდარა რესპირატორული ინფექციების სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება. როგორც ფილტვების სადეზინფექციო საშუალება ყელის ტკივილის, ასთმის, ხველის, ყივანახველას, ბრონქიტის, ლარინგიტის, გულმკერდის, ყელის და ცხვირის ინფექციების დროს სასარგებლოა. ბეგქონდარას ზეთი შეისუნთქეთ ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა გულმკერდის და ცხვირის ინფექციები. პირის ღრუს სავლებად და პირის ღრუს და ღრძილების ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენეთ. ერთი გერმანული კვლევის შემდეგ მკვლევარების უმეტესობა თვლის, რომ ხველის საწინააღმდეგო საშუალების საიდუმლო სასუნთქ გზებზე ეთერზეთის ლოკალური მოქმედებაა. სხვა მონაცემების თანახმად, ეთერზეთს ამოსახველებელი მოქმედება აქვს და მშრალი ხველის დროს ლორწოს რაოდენობას ზრდის.

რეკომენდებულია, ცოტა რაოდენობა შეისუნთქოთ, რადგან ძლიერი შესუნთქვა საპირისპირო ეფექტს იძლევა. ბეგქონდარა ფიზიკური და ფსიქოლოგიური სისუსტის სამკურნალოდაც გამოიყენება, მაგალითად, ავადმყოფობის შემდეგ ძალების აღსადგენად. დეპრესიის, ქრონიკული დაღლილობის და ყურადღების ცუდი კონცენტრაციის დროს სასარგებლოა. სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, მეხსიერებას ზრდის, გონებას და სხეულს აბალანსებს და ძალიან დაბალ წნევას ზრდის. როგორც ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური საშუალება ბეგქონდარას ზეთი ოპერაციამდე ხელის სადეზინფექციო ხსნარად ფართოდ გამოიყენება. მას 1000–ჯერ განზავებისას სტაფილოკოკის განადგურება შეუძლია. საფრანგეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, ბეგქონდარას ზეთი ერთ–ერთი იმ რამდენიმე ეთერზეთს შორისაა, რომელიც საორთქლებლის სახით გამოყენებისას ბაქტერიების 90%–ს 3 საათში ანადგურებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს