ამ ხალხური მეთოდებით მძიმე სურდო ერთ დღეში მოვიშორე

1674

რა გავაკეთოთ, თუ უახლოეს დღეებში მნიშვნელოვანი შეხვედრა ან ღონისძიება გვაქვს დანიშნული, მაგრამ სურდოს საწყის სიმპტომებს ვგრძნობთ? Vivien გიზიარებთ რამდენიმე მოქმედ რეცეპტს, რომლებიც მხოლოდ ერთ დღეში ჯანმრთელობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

მეთოდი 1 – მარტივი. გამოცდილი სწრაფად მოქმედი საშუალებებით სახლის პირობებში იმუნური სისტემის გაძლიერებას შეძლებთ.

  • განსაკუთრებული კოქტეილი ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. 1:1 თანაფარდობით არაყი და ახალდაწურული ხახვის წვენი აურიეთ. 1/3 ლიმონის წვენი და 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ. თუ 40-75 კგ–ს იწონით, ნახევარი ჭიქა კოქტეილი დალიეთ, ხოლო 75 კგ–ზე ზემოთ – 1 ჭიქა. ნარევი მცირე ყლუპებით დალიეთ, შემდეგ თბილ საბანში გაეხვიეთ და მინიმუმ 8-10 საათით დაიძინეთ. გაითვალისწინეთ, რომ მეთოდი გამოადგება მათ, ვისაც კუჭ–ნაწლავის დაავადებები არ აწუხებს ან ზემოთ მოცემულ ინგრედიენტებზე ალერგია არ აქვს.
  • დამატებითი ზომები – სურდოს განკურნებაში 1 ჭიქა ცხელი რძის, მწიკვი სოდის, თაფლის და კარაქის ნარევი დაგეხმარებათ. ნარევი ძილის წინ დალიეთ. რამდენიმე საბანში გაეხვიეთ, რომ კარგად გაოფლიანდეთ. ამ პროცედურის შემდეგ მეორე დღეს თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
  • კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი დაავადებასთან საბრძოლველად – 2 ლიმონი თაფლთან ერთად შეჭამეთ ან დრაჟე მიირთვით, რომელიც C ვიტამინის აუცილებელ რაოდენობას შეიცავს. სურვილის შემთხვევაში, ციტრუსი 3 ლ წყალში მოხარშეთ, თაფლი ან შაქარი დაუმატეთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ვარიანტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ კუჭის დაავადებები არ გაქვთ.
  • მდოგვი ერთ–ერთი ტრადიციული საშუალებაა, რომელსაც სახლში სურდოს სამკურნალოდ იყენებენ. თბილ წინდაში ჩაყარეთ და ძილის წინ ჩაიცვით ან ფეხისთვის ცხელი აბაზანა გაიკეთეთ.
  • სურდოს დროს ორგანიზმიდან მავნე ტოქსინების გამოდევნა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიზნით რომელიმე სუპერ ხილის კომპოტი მოამზადეთ. გარგარის ჩირის და ვაშლის სასმელი შეიცავს ამინომჟავებს და რკინას, რომელიც პაციენტს ძალების აღდგენაში ეხმარება. შავქლიავის და ქიშმიშის კომპოტი მდიდარია ფრუქტოზით და გლუკოზით, რომელიც კუჭზე დადებით გავლენას ახდენს. თბილი სასმელი საბანში გახვეულმა დალიეთ, რომ კარგად გაოფლიანდეთ. მეორე დღეს დადებით ეფექტს შეამჩნევთ. კომპოტი დიდი რაოდენობით დალიეთ.

მეთოდი 2 – კომპლექსური.  სურდო, ანგინა ან მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები ეფექტურად რომ მოიშოროთ, კომპლექსური მკურნალობა გამოიყენეთ. ასე ერთ დღეში ჯანმრთელობის აღდგენას სამკურნალო პრეპარატების და ანტიბიოტიკების გამოყენების გარეშე შეძლებთ.

  • სასუნთქი გზები გაწმინდეთ. ამ მეთოდით სასუნთქ სისტემებს ვირუსებისა და მიკრობებისგან სრულად გაწმენდთ. გამოგადგებათ იოდი, სოდა, მარილი, შაქარი, თაფლი, ციტრუსი, ასევე ძახველი და მოცხარი. სამკურნალოდ გამოიყენეთ შემდეგი ბალახები: ევკალიპტი, კოთხუჯი, მუხის ქერქი, სალბი.
  • სისუსტის გასაქრობად და დაკარგული ენერგიის აღსადგენად ორგანიზმი უნდა გაათბოთ. ამისთვის თბილი აბაზანა მიიღეთ. წყლის პროცედურის დროს ზომები დაიცავით და ცხელ წყალში დიდხანს არ გაჩერდეთ, რადგან დაავადება შეიძლება უფრო გააქტიურდეს. წყლის ოპტიმალური ტემპერატურა 38-40 გრადუსი, მაქსიმუმ 40 წუთით გაჩერდით.
  • სინუსების გაწმენდა. ამ მიზნით ჩაიდანი 37 გრადუსიანი წყლით გაავსეთ, 1 ჩ/კ მარილი დაუმატეთ და აურიეთ. ტანი წინ დახარეთ, ზურგი და ფეხები გამართეთ, 50 გრადუსით მარჯვნივ მოაბრუნეთ, თავი ზემოთ ასწიეთ და წყალი მარჯვენა ნესტოში ჩაისხით, სითხე მარცხენა ნესტოდან უნდა გამოვიდეს. თავიდან გაჭედილი ცხვირის გამო შეიძლება სწორად ვერ გააკეთოთ, ამიტომ შეუპოვრობა გამოიჩინეთ და ყველაფერი გამოგივათ. პროცედურა მარცხენა მხარეს გაიმეორეთ და ასე 2-ჯერ.
  • ყელის სავლებად უბრალო მარილიანი წყალი გამოიყენეთ, შემდეგ ბალახების ნაყენი, მაგალითად, ევკალიპტის ნახარში გამოივლეთ.
  • ინჰალაცია ერთ დღეში ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ნებისმიერ მოსახერხებელ ჭურჭელში ბალახის (სალბი, გვირილა, მუხის ქერქი ან ევკალიპტი) ნახარში ჩაასხით, თავი მისკენ დახარეთ, პირსახოცი გადაიფარეთ. პირით 50-ჯერ ჩაისუნთქეთ და 50-ჯერ ცხვირიდან ამოისუნთქეთ. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ცხვირიდან უნდა ამოისუნთქოთ, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.
  • მკურნალობის დროს თბილი სასმელის დალევა აუცილებელია. მაგალითად, მწვანე ჩაი მოცხარის მურაბით და ლიმონით სასარგებლოა. თაფლის მიღება რეკომენდებული არაა, რადგან მხოლოდ ზიანი შეიძლება მოგაყენოთ. სურდოს პირველ დღეს მიღებული სითხის რაოდენობა ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებაზე მეტი უნდა იყოს.

სასურველია, რომ ყველა ზემოთ აღწერილი პროცედურის შემდეგ დაწვეთ. თუ ჯერ კიდევ ადრეა, 1 საათში გამაჯანსაღებელი ეტაპები გაიმეორეთ, დაწყებული ცხვირის გაწმენდით. დილით, აბაზანა მიიღეთ და საღამოს წყლის პროცედურები გაიმეორეთ, შემდეგ კვლავ თბილი სასმელი დალიეთ. თუ სურდოს სწრაფად მოშორება გსურთ. ღამით გაიღვიძეთ და ყველა პუნქტი გაიმეორეთ. მნიშვნელოვანი რჩევა – ტემპერატურის შემცირება არ სცადოთ. ასე ორგანიზმს შეიძლება ზიანი მიაყენოთ. ტელევიზორს იშვიათად უყურეთ და მუსიკას იშვიათად მოუსმინეთ. იმუნიტეტს აღსადგენად სრული სიმშვიდე სჭირდება. ასეთი მკურნალობით სურდოს მსუბუქი ფორმა 6 საათში გაქრება, ხოლო რთულ შემთხვევაში დაახლოებით 12 საათი შეიძლება გაგრძელდეს. სერიოზული ვირუსული დაავადების შემთხვევაში ამ მეთოდით 2 დღეში განიკურნებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს