35 რეცეპტი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

1141

Vivien გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით იმუნიტეტის გასაძლიერებლად. შეისწავლეთ, თქვენთვის შესაფერისი რეცეპტი შეარჩიეთ. სპეციალისტთან კონსულტანცია აუცილებელია. იმუნიტეტი გაზარდეთ, გააძლიერეთ და ჯანმრთელად იყავით!

  1. 300 გრ გასუფთავებული ნიგოზი, 300 გრ გარგარის ჩირი, 300 გრ ქიშმიში და 3 ლიმონი ცედრით ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ. დღეში 1 ს/კ (ზრდასრულებმა) და 1 ჩ/კ (ბავშვებმა) მიიღეთ. დილით, უზმოზე ან სადილის წინ, ჭამამდე 1 საათით ადრე მიირთვით. ღამითაც შეგიძლიათ მიიღოთ. მაცივარში შეინახეთ. მე-2 ვარიანტი: თითო ჭიქა ნიგოზი, ქიშმიში და გარგარის ჩირი და 1 ლიმონი (შეგიძლიათ ქერქის გარეშე) აიღეთ. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და 1 ჭიქა თაფლი დაუმატეთ, აურიეთ. ზოგი გემოსთვის ლეღვსაც ამატებს.
  2. 100 გრ გასუფთავებული დაფქული ნიგოზი, 100 გრ გახეხილი ვაშლი, 2 ლიმონის წვენი და 1 ს/კ თაფლი აურიეთ. 1 ს/კ (1 ჩ/კ ბავშვებისთვის) საშუალება დღეში 2-3-ჯერ ჭამის წინ დალიეთ. მაცივარში შეინახეთ.
  3. ნებისმიერი ახალდაწურული წითელი ფერის წვენი (ჭარხალი, ალუბალი, მაყვალი, მარწყვი, ყურძენი, ბროწეული, მოცვი) ზაფხულში, 3 კვირის განმავლობაში მიიღეთ. პირველ კვირას ნახევარი ჭიქა წვენი დღეში 3-ჯერ, მე-2 კვირას – 2-ჯერ, მე-3 კვირას – დღეში ერთხელ კვებას შორის. 10 დღეში კურსი გაიმეორეთ.
  4. 1 კგ შავი ცირცელის კენკრა და 1,5 კგ შაქარი აურიეთ. 1 ს/კ საშუალება 3 კვირის განმავლობაში დილა–საღამოს დალიეთ. შეგიძლიათ ნაყენი მოამზადოთ: 1 ს/კ კენკრას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში 4-5 საათით დააყენეთ. 20 წუთით დაყენების შემდეგ თერმოსს საცობი დაახურეთ.
  5. 0,5 კგ შტოში დაჭყლიტეთ, 1 ჭიქა ნიგოზი და კუბებად დაჭრილი 2-3 მწვანე ვაშლი ქერქიანად დაუმატეთ.  0,5 ჭიქა წყალი და 0,5 კგ შაქარი დაუმატეთ, სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ არ ადუღდება, შემდეგ ქილაში გადაიტანეთ. 1 ს/კ საშუალება დილა–საღამოს მიიღეთ, ჩაი დააყოლეთ.
  6. 2 ს/კ ცირცელის ხმელი კენკრა 2 ჭიქა მდუღარე წყალში 20 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ. 0,5 ჭიქა ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. თაფლთან ერთად მიიღეთ, რომ ცირცელის სამკურნალო თვისებები გააძლიეროთ.
  7. ორგანიზმის დამცავი ძალების გასაძლიერებლად ვიტამინების კომპოტით დალიეთ, დღეში მინიმუმ 0,5 ლ. ბარამბო, პიტნა, წაბლის ყვავილები და თხაწართხალა 5-5 ს/კ აიღეთ, 1 ლ წყალი დაასხით და 2 საათით დააყენეთ. შტოში, შავი მოცხარი, ძახველი, ალუბალი, მარწყვი, ნებისმიერი სხვა ადგილობრივი ხილი (ხმელი ან გაყინული) აიღეთ და 2 ლ წყალში კომპოტი 10 წუთით გააკეთეთ. კომპოტს გაწურული ნახარში დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და თაფლი გემოვნებით დაუმატეთ.
  8. ძახველის, წითელი მოცვის კენკრა გახეხეთ, თაფლი გემოვნებით დაუმატეთ, კარგად აურიეთ, ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ, დაელოდეთ, სანამ ნარევი დაყენდება. 1/2 ჭიქა ნარევი დღეში 3-ჯერ სეზონური ავადმყოფობის დროს მიიღეთ.
  9. ასკილი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად საუკეთესო დამხმარეა. მისი ნაყოფი ავიტამინოზის დროს ორგანიზმის ვიტამინებით გასამდიდრებლად, ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის, შარდმდენ, ნაღვლმდენ, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელ საშუალებად გამოიყენება. სასმელის რეცეპტი: 8 ს/კ ხმელ ნაყოფს 4 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 4 ს/კ შაქარი დაუმატეთ და 10 წუთით ადუღეთ. 4 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და ბოთლებში ჩაასხით.
  10. 2-3 თავი ხახვი წვრილად დაჭერით და 200 გრ შაქარი აურიეთ. 0,5 ლ წყალი დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე მინმუმ 1,5 საათით ხარშეთ. გრილ მასას 2 ს/კ თაფლი დაუმატეთ. გადაწურეთ და მინის ჭურჭელში გადაიტანეთ. 1 ს/კ საშუალება დღეში 3-5-ჯერ დალიეთ. არა მხოლოდ იმუნიტეტის გასაძლიერებლად, არამედ სურდოს პრევენციისთვის გამოიყენება.
  11. შემდეგი ნარევი იმუნიტეტს ზრდის და სეზონური ვირუსული დაავადებების პრევენციას ხელს უწყობს: ასკილის ნაყოფი და ძახველი თანაბარი რაოდენობით აიღეთ, პროპორციულად ბარამბო და სალბი დაუმატეთ. 2,5 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, თერმოსში 2 საათით დააყენეთ, გააგრილეთ. გამოყენების წინ 2 წვეთი ქაცვის ზეთი დაუმატეთ.
  12. საშუალო ზომის ნივრის თავისგან მომზადებული 1 ს/კ პროფილაქტიკური ნარევი დღეში ერთხელ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ნიორი დააქუცმაცეთ, ნახევარი წვრილად დაჭრილი ლიმონი ცედრასთან ერთად დაუმატეთ. 0,5 ლ ცივი ანადუღარი წყალი დაასხით და 4-5 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ. პროფილაქტიკისთვის გაზაფხულამდე შეგიძლიათ მიიღოთ. ასევე შეგიძლიათ ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს 1 კბილი ნიორი შეჭამოთ. გარეგანი საშუალება: 2–3 კბილ წვრილად დაჭრილ ნიორს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ. 4-5 წვეთი ცხვირში ჩაიწვეთეთ, ასევე ყელში გამოივლეთ.
  13. 1 ს/კ შვიტას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ საშუალება დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ.
  14. ნიგოზი ასკორბინის მჟავის შემცველობით აბსოლუტური ჩემპიონია. მასში 8-ჯერ მეტია, ვიდრე შავ მოცხარში და 50-ჯერ მეტი, ვიდრე ციტრუსში. 2 ს/კ ნიგვზის ფოთლებს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით წყლის ორთქლზე გააჩერეთ, დღეში ¼ ჭიქა საშუალება დალიეთ. 1 თვის განმავლობაში ყოველდღე 5-6 ბირთვი ნიგოზი შეგიძლიათ მიირთვათ.
  15. 1 ს/კ თეთრი არყის ფოთლებს კვირტებით 1,5 მდუღარე წყალი დაასხით. 15-20 წუთით დააყენეთ, ¼ ჭიქა ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
  16. 1 ს/კ სვიის გირჩებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 15-20 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ. ¼ ჭიქა სასმელი დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე დალიეთ.
  17. 1 ჩ/კ ქრისტესისხლას ხმელ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, გააგრილეთ. 1/3 ჭიქა თბილი სასმელი დღეში 3–ჯერ დალიეთ.
  18. ცერეცოს თესლის ჩაი ძალიან სასარგებლოა. ცერეცოს თესლი შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ. გოგრის, ყაბაყის, პატისონის, ცუკინის, ოხრახუშის, ნიახურის და ნებისმიერი მწვანილის რეგულარული მიღება კარგ ეფექტს იძლევა.
  19. ბარამბო, კატაბალახის ფესვი, სვიის გირჩები, ცაცხვის ყვავილები, თავშავას ბალახი, შავბალახა და ქინძის თესლი თანაბარი პროპორციებით აიღეთ. 1 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. ნარევი ღამით გააჩერეთ, დილით მზად იქნება. ნაყენის მოცულობა ერთ დღეზეა გათვლილი, 2-3 მიღებაზე გადაანაწილეთ.
  20. მწვანე ჩაის დაუმატეთ ასკილი, წითელი ცირცელი, ბარამბო, თხაწართხალა, მარწყვის ფოთლები, კრაზანა, შავი მოცხარის ფოთლები და ვარდის ფურცლები დაუმატეთ. ასეთი ჩაი იმუნიტეტს და მთელ ორგანიზმს გააძლიერებს.
  21. მეწამული ექინაცეა შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს, ნახარშის ან ნაყენის სახით გამოიყენება. ნახარშის რეცეპტი: 2 ს/კ ბალახი მინანქრის ქვაბში მოათავსეთ, 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ. 30 წუთით წყლის აბანოზე ადუღეთ, ხშირად აურიეთ. გააგრილეთ, გადაწურეთ და 200 მლ გრილი ანადუღარი წყალი დაუმატეთ. ნაყენის რეცეპტი: 50 გრ ნედლ მასალას 0,5 ლ არაყი დაასხით, 6 დღე ბნელ გრილ ადგილას დააყენეთ, გადაწურეთ. 20 წვეთი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ, ცოტა წყალში გააზავეთ. სრული კურსი: 2-3 კვირა. 5-7 დღიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ.
  22. კონიო ლაქებიანი ძლიერ მოქმედი იმუნოსტიმულატორია, რომელიც ორგანიზმის თავდაცვის ძალებს ააქტიურებს. პროფილაქტიკისთვის არ გამოიყენება. დაავადების და დასუსტებული იმუნური სისტემის დროს დაგეხმარებათ. მცენარე მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მკაცრად დოზირებით მიიღეთ.
  23. წყლის მარწყვა–ბალახი ძლიერი იმუნოსტიმულატორია. 60 გრ მცენარე 0,5 ლ ჭურჭელში ჩაასხით, არაყი დაასხით, თავსახური დაახურეთ და 7-8 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე დალიეთ. პროფილაქტიკისთვის 1 ლ ნაყენი საკმარისია.
  24. მწყრის კვერცხი იმუნიტეტს კარგად ზრდის. დილით, უზმოზე დალიეთ. დაწყებული 2-დან 7-8 ცალამდე.
  25. წიწვებიდან შესანიშნავი ვიტამინების ნაყენი და სასმელი მიიღება, რომელიც ორგანიზმზე ზოგად გამაძლიერებელ გავლენას ახდენს. მოსამზადებლად მარტივია. 3-4 ჭიქა წიწვი წვრილად დაჭერით, 4 ჭიქა ცივი წყალი დაასხით, ცოტა ლიმონმჟავა დაუმატეთ და 3 დღე გრილ ადგილას დააყენეთ. გადაწურეთ, ლიმონის წვენი დაუმატეთ, ნახევარი ჭიქა სასმელი დღეში 2-ჯერ დალიეთ.
  26. ასეთი სასმელი მოამზადეთ: 2 ს/კ წიწვი ცივ წყალში გარეცხეთ, 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 20 წუთით ადუღეთ, 30 წუთით გააჩერეთ და გადაწურეთ. გამოყენების წინ თაფლი და ლიმონის მჟავა გემოვნებით დაუმატეთ და 1 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ დალიეთ.
  27. ჩვეულებრივი ანისულის ნახარში: 4 გრ ნაყოფს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 6-7 წუთით ადუღეთ, გადაწურეთ, დღეში 2 ს/კ ნახარში დალიეთ.
  28.  1 ნაწილ წვრილად დაჭრილ მთის არნიკას ყვავილებს 10 ნაწილი 70%–იანი სპირტი დაასხით, 7 დღე დააყენეთ, გადაწურეთ, 30-40 წვეთი დღეში 3-ჯერ გრიპის პრევენციისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მიიღეთ. მე–2 ვარიანტი: 1 ჩ/კ ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1-2 საათით დააყენეთ, გადაწურეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-4-ჯერ ჭამის შემდეგ დალიეთ.
  29. 10 გრ დაქუცმაცებულ გლერძის ხმელ ფესვს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 6-7 წუთით სუსტ ცეცხლზე ადუღეთ, 3 საათით დააყენეთ, გადაწურეთ. მდუღარე წყალი დაუმატეთ ისე, რომ საწყისი მოცულობა მიიღოთ. ¼ ჭიქა სასმელი დღეში 3-ჯერ დალიეთ.
  30. 4 ჩ/კ არყის ხმელ ფოთლებს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით დააყენეთ, გადაწურეთ. ნახევარი ჭიქა სასმელი დღეში 3-4-ჯერ დალიეთ. მე–2 ვარიანტი: 2 ჩ/კ არყის კვირტებს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 10-12 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, 25 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ. ½ ჭიქა სასმელი დღეში 3-4-ჯერ დალიეთ.
  31. 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ წყლის სამყურას ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 20 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ. ¼ ჭიქა ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.
  32. 10 გრ კრაზანას ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და დააყენეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3–4–ჯერ ჭამის შემდეგ დალიეთ. მე–2 ვარიანტი: 15-20 გრ ხმელი ბალახი 200 მლ სპირტში ან არაყში დააყენეთ. 25 წვეთი წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ.
  33. 2 ჩ/კ ოქროწკეპლას ბალახი 1 ჭიქა მდუღარე წყალში 4 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. ¼ ჭიქა ნაყენი დღეში 4–ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
  34. 2 ს/კ ჭინჭრის ფოთლებს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით დააყენეთ, გადაწურეთ. 1/3 ჭიქა სასმელი დღეში 3-ჯერ დალიეთ.
  35. თევზის ქონი სასარგებლოა. არა მხოლოდ იმუნიტეტს აძლიერებს, არამედ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლებს არეგულირებს. თევზის ქონი შემოდგომიდან შუა გაზაფხულამდე ყოველდღე (დღეში 1–2 ჩ/კ) მიიღეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს