სურდოს საწინააღმდეგო ბალზამი ხალხური მეთოდით

887

Vivien გიზიარებთ ეფექტურ ხალხურ საშუალებას სურდოს და ხველის სამკურნალოდ და პრევენციისთვის. ორგანიზმს ტონუსს მატებს, ათბობს, სპაზმებს ხსნის და განწყობას აუმჯობესებს. ანტისეპტიკური საშუალება კოღოს ნაკბენზეც გამოგადგებათ. ქვემოთ მოცემული ინგრედიენტების რაოდენობით 10 მლ მზა პროდუქტს მიიღებთ.

ინგრედიენტები:

  • 7 გრ შის კარაქი (არარაფინირებული)
  • 1 გრ ყვითელი ფუტკრის ცვილი
  • 3 გრ ქოქოსის კარაქი (ზეთი)
  • 2 წვეთი სოჭის წიწვის ზეთი
  • 1 წვეთი ლავანდის ზეთი
  • 3 წვეთი ევკალიპტის ზეთი
  • 3 წვეთი ლიმონის ზეთი
  • 1 წვეთი ჩაის ხის ზეთი

მომზადების წესი:

  1. ცვილი და კარაქი წყლის ორთქლზე გაადნეთ. კარგად აურიეთ.
  2. დაელოდეთ, სანამ ნარევი გათხელდება, მაგრამ ძალიან ცხელი არ იქნება და ეთერზეთები დაუმატეთ.
  3. მზა ბალზამი სუფთა ქილაში გადაიტანეთ და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.

გამოყენების წესი – გულმკერდზე შეიზილეთ და ტერფები ამ საშუალების გამოყენებით დაიმასაჟეთ ( ფეხისთვის გამახურებელი აბაზანა შეგიძლიათ გააკეთოთ). წინდები და თბილი მაისური აუცილებლად ჩაიცვით. ბალზამი მაქსიმუმ 3 თვე შეგიძლიათ შეინახოთ. ყურადღება: ბალზამის გამოყენება 12 წლამდე ბავშვებში არ შეიძლება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს