თაფლით მკურნალობის 8 შესანიშნავი მეთოდი

1064

ყველამ იცის, რომ თაფლი სასარგებლოა. ჩაი თაფლთან ერთად ამ დიდებული პროდუქტის მისაღებად საუკეთესო გადაწყვეტილება არაა. Vivien უფრო ეფექტურ და უჩვეულო მეთოდებს გიზიარებთ.

  1. ცხვირის გამოსარეცხად – თაფლის ხსნარით სურდოს მკურნალობა ძალიან კარგია, თუ ხახვის და ნივრის წვენს ცუდად იტანთ, ხოლო სურდოს საწინააღმდეგო წვეთები სასურველ ეფექტს არ იძლევა. 1 ჩ/კ თაფლი 1 ჭიქა თბილ წყალში აურიეთ და მთელი პიპეტი ხსნარი ჯერ ერთ ნესტოში ჩაიწვეთეთ, შემდეგ მეორეში. დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ. თუ თაფლს არა წყალში, არამედ ჭარხლის წვენში გააზავებთ, შვებას უფრო სწრაფად იგრძნობთ.
  2. ხველის წინააღმდეგ – 100 გრ ღორის ქონი, 100 გრ თაფლი, 100 გრ ერბო და 3 ს/კ კაკაო აურიეთ. პატარა კვერები გააკეთეთ და მაცივარში შეინახეთ. ძლიერი ხველის დროს ღამით ერთი კვერი შეჭამეთ. შვებას სწრაფად იგრძნობთ.
  3. უძილობის წინააღმდეგ – ½ ჩ/კ თაფლი ძილის წინ ენაზე დაიდეთ და ნელ–ნელა მოწუწნეთ. ასე ყოველდღე, მინიმუმ 1 თვე გააკეთეთ და შეამჩნევთ, რომ უკეთ, უფრო თანაბრად გძინავთ.
  4. დაღლილობის დროს – დიდ ხანია გსურთ ორგანიზმის გაწმენდა და დაგროვებული დაღლილობის მოშორება? თაფლის საფენები გააკეთეთ. ჩალის ნახარში თაფლით გააკეთეთ (მთელი მცენარე შვრია 1 ლ მდუღარე წყალში მოხარშეთ და სუსტ ცეცხლზე 20 წუთით გააჩერეთ, შემდეგ 5 ს/კ თაფლი დაუმატეთ). თეთრეული დაასველეთ, სანამ თბილია, და შეიფუთეთ. ზემოდან პარკი, შემდეგ საბანი დაიფარეთ და ასეთ საუნაში 1,5 საათი გაატარეთ. შეგიძლიათ ასე დაიძინოთ. შეფუთვამდე საპნით და ნეჭით კარგად დაიბანეთ, რომ კანის ფორები გაწმინდოთ, საიდანაც ოფლი გამოიყოფა.
  5. შიგნიდან გასაწმენდად – თაფლის თბილი ხსნარი მოამზადეთ ( 1 ს/კ თაფლი 1 ლ წყალზე), რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და 1 ს/კ მარილი დაუმატეთ. ამ ხსნარით ოყნა გაიკეთეთ, რომელსაც კარგი გამწმენდი მოქმედება აქვს და ნაწლავების ლორწოვან გარსზე დადებით გავლენას ახდენს, პათოგენებს თრგუნავს და სასარგებლო მიკროფლორის მდგომარეობას აუმჯობესებს.
  6. სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად – თუ წელის ტკივილი, ჩალურჯება, ჰემატომა გაწუხებთ, თაფლით მასაჟი დაგეხმარებათ. სუფთა კანზე 2 ს/კ თაფლი წაისვით, მთელ ზედაპირზე კარგად გადაინაწილეთ და მასაჟი დაიწყეთ. ხელისგულები კანის წებოვან ზედაპირს ძლიერ მიეკვრება, ოდნავ ზემოთ გაწელეთ, რომ კანი ამოიწიოს. ასეთი მასაჟი არა მხოლოდ სისხლის მიმოქცევას, არამედ ლიმფის მოძრაობას აუმჯობესებს. სწორედ ამიტომ, თაფლის მასაჟი ცელულიტის დროსაც სასარგებლოა.
  7. ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას ცვარტკბილის თაფლი მიირთვით. მიკროელემენტებით განსაკუთრებით მდიდარია. მისი წყაროა ვერხვის, ნაძვის, არყის და სხვა ხეების თაფლიანი ცვარი, ასევე მწერების მიერ გადამუშავებული მცენარის წვენი. ფუტკრები ცვარტკბილის თაფლს ნექტარის დეფიციტის დროს აგროვებენ. ის ყვავილის თაფლზე უფრო მუქი და სქელია, მწარე გემოთი. ასეთი თაფლი გულ–სისხლძარღვთა სისტემის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევების წინააღმდეგ კარგი საპროფილაქტიკო საშუალებაა.
  8. იმუნიტეტის გასაძლიერებლად ფიჭის თაფლი გამოიყენეთ. ის განსაკუთრებით სასარგებლოდ ითვლება, რადგან ყოველთვის ნატურალურია და ფუტკრის სხვა ნარჩენ პროდუქტებს შეიცავს. სწორედ ამიტომ, მისი მიღება მძიმე ოპერაციის, იმუნიტეტის ძლიერი დაქვეითების დროს რეკომენდებულია.

გახსოვდეთ, რომ თაფლი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგენია, ამიტომ გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ ალერგია არ აქვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს