Vivien გიზიარებთ ეფექტურ ხალხურ მეთოდებს, რომლებიც უძველესი დროიდან წარმატებით გამოიყენება პნევმონიის, გრიპის და ბრონქიტის სამკურნალოდ.
- პნევმონიის დროს 1 ს/კ ვირისტერფას ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 30 წუთით დააყენეთ. ოთახის ტემპერატურის ნაყენი დღეში 5-ჯერ დალიეთ. უძველესი კარგი საშუალებაა!
- გრიპის დროს გასუფთავებული ნიორი წვრილ სახეხზე გახეხეთ, თანაბარი პროპორციებით თაფლი (სჯობს ცაცხვის თაფლი გამოიყენოთ) აურიეთ. 1 ს/კ საშუალება ძილის წინ მიიღეთ. თბილი წყალი დააყოლეთ. მეორე უფრო გემრიელი ვარიანტი: 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 2 კვერცხის გული, 1 ჩ/კ ხორბლის ფქვილი და 2 ჩ/კ თაფლი აურიეთ. 2 ჩ/კ საშუალება რაც შეიძლება ხშირად მიირთვით, მაგალითად, დღეში 7-8-ჯერ.
- ბრონქიტის დროს 2 თავი ნიორი და 5 ლიმონი გახეხეთ, 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 5 დღე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, გადაწურეთ. 1 ს/კ საშუალება დღეში 2–ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. ბრონქიტის ნებისმიერი შედეგის პრევენციისთვის 2 კვირის განმავლობაში 0,5 ჭიქა წყლის იელის ჩაი (25 გრ 1 ლ მდუღარე წყალზე) დღეში 5-6-ჯერ დალიეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს