თავის ტკივილის განაჩენი: სწრაფი მკურნალობა

1918

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც თქვენს მდგომარეობას რიგი დაავადებების დროს, ხერხემლის კისრის ოსტეოქონდროზით დაწყებული და ათეროსკლეროზი დამთავრებული, გააუმჯობესებს. სისხლძარღვების რეგულარული გაწმენდით თავში სიმძიმეს, თავის ტკივილს მოიშორებთ, გონება უფრო საღი გახდება, განწყობა გაუმჯობესდება. Vivien გთავაზობთ 5 ეფექტურ და გამოცდილ რეცეპტს თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად.

  • მეთოდი 1: თაფლი და ნიგოზი – 5 ნიგოზი დააქუცმაცეთ და 1 ს/კ ნატურალური ცაცხვის თაფლი აურიეთ. მწიკვი დაქუცმაცებული დარიჩინი და კოჭა დაუმატეთ, აურიეთ და ნარევი მაცივარში შეინახეთ. თითო სუფრის კოვზი სამკურნალო ნარევი დღეში 3–ჯერ მიიღეთ.
  • მეთოდი 2: ხახვის წვენი და თაფლი – 3 ჭიქა ხახვის წვენი გაწურეთ, 1 ჭიქა ნატურალური თაფლი აურიეთ. 1 ჩ/კ სამკურნალო ნარევი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. სამკურნალო ნარევი სისხლძარღვებს ეფექტურად გაწმენდს და იმუნიტეტს გააძლიერებს.
  • მეთოდი 3: ნატურალური წვენები – ყოველდღე, სადილის და ვახშმის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე ნახევარი ჭიქა ბროწეულის წვენი დალიეთ (მონაცვლეობით ვაშლის და სტაფილოს წვენები გამოიყენეთ). თუ მაღაზიაში ყიდულობთ, წვენი მაქსიმალურად ნატურალური უნდა იყოს. გირჩევთ სახლში გაწუროთ.
  • მეთოდი 4: ოროვანდის ნაყენი – 1 მუჭა, დაახლოებით 10 გრ ოროვანდის ფესვი თერმოსში ჩაყარეთ, მდუღარე წყალი დაასხით და 8-10 საათით გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და ცივ ადგილას შეინახეთ. 4 ს/კ სამკურნალო ნაყენი საუზმის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. კურსი: 1 თვე
  • მეთოდი 5: სასარგებლო პროდუქტები – ყოველდღე, საუზმის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე 1 მანდარინი, 1 მუჭა ქიშმიში და ნიგოზი ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და სისხლძარღვების გასაწმენდად მიირთვით. 15-20 წუთში 1 ჭიქა წყლის, 1 ჩ/კ თაფლის და 1 ნაჭერი ლიმნის ნარევი დალიეთ. კიდევ 15-20 წუთში ისაუზმეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს