Vivien გიზიარებთ ხალხურ რეცეპტებს მკითხველების პირადი გამოცდილების საფუძველზე. ამ რეცეპტის დახმარებით ღვიძლის, თირკმლის და კუჭის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. „ჩემს მეზობელს დალევა ძალიან უყვარდა და თან ძლიერი სასმელები. ამ საქმეს ისე მიეჩვია, რომ ღვიძლის ციროზი გაუჩნდა. დიდხანს მკურნალობდა, რამდენჯერმე საავადმყოფოში იწვა, მაგრამ სრულად განკურნება ვერ შეძლო. მივეცი რეცეპტი, რომელიც ღვიძლის ციროზისგან სრულად განკურნებაში დაეხმარა. როგორც აღმოჩნდა, ამ რეცეპტით ღვიძლის, თირკმლების და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ყველა დაავადების განკურნება შეიძლება.” – გვიზიარებს მკითხველი.
სამკურნალო სიროფი – დაგჭირდებათ 2-2 ჭიქა ფარსმანდუკის და ასფურცელას ყვავილები. მხოლოდ ყვავილები გჭირდებათ, ფოთლების და ღეროების გარეშე. ყვავილები მინანქრის ქვაბში მოათავსეთ და 2 ლ ცივი წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 1 დღე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. შემდეგ ცეცხლზე დადგით, მაგრამ დუღილის უფლება არ მისცეთ. ქვაბის ძირში პირველივე ბუშტის გაჩენისთანავე (წყლის ადუღებამდე) ცეცხლიდან გადმოდგით. კიდევ 4-5 საათით დააყენეთ. შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ: ცეცხლზე დადგით, არ აადუღოთ. ცეცხლიდან გადმოდგით და ნახარში სამფენა მარლაში გადაწურეთ. მიღებული სითხის რაოდენობა ერთლიტრიან ქილაში გაზომეთ. თითოეულ ლიტრ სითხეზე 3 ჭიქა შაქარი დაუმატეთ და ნარევი სუსტ ცეცხლზე 6-8 წუთით ხარშეთ. დუღილისას წარმოქმნილი ქაფი მოაშორეთ. ცეცხლიდან გადმოდგით, ცოტა გააგრილეთ და 2 ს/კ მწარე ნატურალური თაფლი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, რომ თაფლი გაიხსნას. სუფთა ქილებში გადაასხით, გააგრილეთ და მაცივარში შეინახეთ.
გამოყენების მეთოდი – 25 გრ სიროფი დღეში 2–ჯერ, დილით უზმოზე და საღამოს, დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. კურსი: 21 დღე. 7 დღე შეისვენეთ და კიდევ ერთხელ 21 დღით გაიმეორეთ. შემდეგ კვლავ 7 დღე შეისვენეთ და სამკურნალო სიროფის კურსი გაიმეორეთ. საუკეთესო ეფექტისთვის სამკურნალო კურსის 3-ჯერ გამეორება მნიშნელოვანია. 21 დღიანი კურსისთვის 1 ლ სამკურნალო სიროფი საკმარისია. შემდეგ პროფილაქტიკისთვის ასფურცელას და ფარსმანდუკის ყვავილების სამკურნალო სიროფი წელიწადში 2–ჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე თითო ლიტრი დალიეთ.
უკუჩვენებები – შაქრიანი დიაბეტი.