იაპონური დღეგრძელობის 2 რეცეპტი. მთავარი საიდუმლო კურკუმაა

900

ოკინავას კუნძული დღეგრძელი მაცხოვრებლების რაოდენობით რეკორდსმენია. აქ, მამაკაცებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 88 წელია, ხოლო ქალებში – 92 წელი! იაპონიის ოკინავას პრეფექტურის მაცხოვრებლების რეკორდული დღეგრძელობის და ჯანმრთელობის საიდუმლო კურკუმაზე დაფუძნებული სასმელების მიღებაა. ამ სასმელების რეგულარული მიღება ონკოლოგიური დაავადებების, ინფარქტის და ინსულტის განვითარების რისკს ამცირებს. გარდა ამისა, უკვე პირველივე მიღებაზე მხნეობას და ენერგიის საოცარ მატებას იგრძნობთ. Vivien გიამბობთ, როგორ გაახანგრძლივოთ ახალგაზრდობა და განკურნოთ ორგანიზმი.

  • სამკურნალო სასმელი კურკუმით და ლაიმით – დაგჭირდებათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ¼ ჩ/კ კურკუმა, 1 ჩ/კ ლაიმას ან ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ შაქარი. კურკუმას მდუღარე წყალი დაასხით და რამდენიმე წუთით დააყენეთ. ლაიმას წვენი, შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. სასმელის სასარგებლო თვისებების გასაძლიერებლად ცოტა ხმელი კოჭის ფესვი დაუმატეთ.
  • სამკურნალო სასმელი კურკუმით, თაფლით და რძით – დაგჭირდებათ 1 ჭიქა თბილი რძე, ¼ ჩ/კ კურკუმა, 1 ჩ/კ თაფლი. კურკუმას თბილი რძე დაასხით, თავსახური დაახურეთ და 5 წუთით დააყენეთ. ამის შემდეგ თაფლი დაუმატეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს