მეხსიერებაში ჩავარდნები და ტვინის მუშაობის გაუარესება: გამოცდილი ექიმის რჩევები

2953

მოხუცებში გულმავიწყობა, მეხსიერების დაქვეითება ან დაკარგვა ნამდვილი უბედურებაა. ჩვენს დროში ეს უსიამოვნება 40-50 წლის ადამიანსაც აწუხებს. Vivien გიზიარებთ ხალხურ რეცეპტებს და რჩევებს ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად და მეხსიერების დაქვეითების პრევენციისთვის.

ტვინს სწორი ფუნქციონირებისთვის სჭირდება შემდეგი ნივთიერებები: რკინა – ტვინს ჟანგბადს აწვდის (ბოსტნეულში, ხილსა და ხორცში გვხდება), გლუკოზა – ტვინის უჯრედებს ენერგიას აწვდის (კარტოფილში, მაკარონის ნაწარმში, პურსა და ბანანში გვხდება), სპილენძი და თუთია – აზროვნების პროცესებს ააქტიურებენ (ყვავილოვან კომბოსტოში, ჭვავში, შვრიასა და კარტოფილში გვხდება), მაგნიუმი და კალციუმი – ნერვებს აძლიერებენ (შეიცავს რძე, იოგურტი, ყველი, ქათმის ხორცი). ადამიანებმა, რომელთაც ცუდი მეხსიერება ან მეხსიერებაში ჩავარდნები აქვთ, უნდა მიირთვან ნიორი, ხახვი, წითელი წიწაკა, თხილი, პარკოსანი, სატაცური, თესლები (გოგრის, სეზამის, მზესუმზირას).

კარგი მეხსიერებისთვის მნიშვნელოვანია ანტიოქსიდანტები, როგორიცაა ლეციტინი და ქოლინი. ლეციტინი უჯრედულ მემბრანს აახლებს, მას კარაქი, კვერცხი და კაკალი შეიცავს. ქოლინის წყაროა საფუარი, ტვინი, ღვიძლი, გაღვივებული ხორბლის მარცვალი, კვერცხის გული, თირკმლები. ლეციტინი და ქოლინი კაფსულების და აბების სახით დეპრესიას ებრძვის. რძეში, რძემჟავა პროდუქტებში შემავალი ამინომჟავები ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილეობენ. ტვინს კარგად კვებავს ამინოძმარმჟავა, რომელიც აფთიაქებში გლიცინის აბების სახით იყიდება. ის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, გონებრივ საქმიანობას ზრდის, ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების და დათრგუნვის პროცესებს არეგულირებს, ძილს აწესრიგებს. ღრმა სიბერემდე მეხსიერება რომ შეინარჩუნოთ მუდმივად მიირთვით სანელებლები, რომლებიც ათეროსკლეროზის დროს მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ. ამ მიზნით სასარგებლოა შავი წიწაკა, მიხაკი, კოჭა. სანელებლები კაპილარებში სისხლის მიმოქცევას სტიმულირებენ და სკლეროზის განვითარებას აფერხებენ. დარიჩინი და ბადიანი სკლეროზის განვითარებას აფერხებენ და მეხსიერებას აუმჯობესებენ.

მეხსიერების გაუარესების შემთხვევაში სალბის ნაყენი დალიეთ (2 ს/კ სალბის ფოთლებს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ, 100 მლ თბილი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ დალიეთ). სალბის ფოთლებში შემავალი ეთერზეთები ინფორმაციის ათვისებაში მონაწილეობენ და ტვინის აქტივობას სხვადასხვა გვერდითი ეფექტის გარეშე არეგულირებენ. ტვინის სისხლძარღვების სკლეროზის სამკურნალოდ კარგია მზიურას ფესვის ნაყენი (30 გრ ფესვს 0,5 ლ არაყი დაასხით, 40 დღე დააყენეთ, გადაწურეთ, 10 წვეთი დღეში 3-ჯერ ჭამამდე დალიეთ) და ცირცელის ქერქის ნახარში (200 გრ ქერქი 0,5 ლ მდუღარე წყალზე, ადუღებამდე მიიყვანეთ, 2 საათით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ ჭამამდე დალიეთ). პრევენციისთვის ყოველდღე 30 მლ წითელი მშრალი ღვინო დალიეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს