საოცარი მალამო ართროზის, პოდაგრის და რადიკულიტის სამკურნალოდ

1154

ბოლო დროს ბევრ ადამიანს ართროზი აწუხებს. დაავადების განვითარება სახსრების გამრუდებას და სახსარშიდა ხრტილის განადგურებას იწვევს. ამის თავიდან აცილებაში ჩვეულებრივი მანანა დაგეხმარებათ. მის საფუძველზე მომზადებულ მალამოს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და გამაგრილებელი ეფექტი აქვს, რაც ართროზის განვითარებას აფერხებს. მოსამზადებლად მანანას ახალი ფოთლები და ყვავილები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, შემდეგ მზა მასას ამდენივე გამდნარი ღორის ქონი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. თბილ ადგილას 1 დღე გააჩერეთ. ამის შემდეგ მზა მალამო საღამოს, ძილის წინ მტკივნეულ სახსრებზე თხელ ფენად წაისვით, პარკი დაიფარეთ, დაითბუნეთ, სახვევით დაიფიქსირეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ. ასე ყოველ საღამოს მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გაიმეორეთ.

მანანის მალამოს საფენები არა მხოლოდ ართროზის დროს დაგეხმარებათ. რადიკულიტის, პოდაგრის, მჯდომარე ნერვის ანთების და ლუმბაგოს დროს ტკივილს აქრობს. ფეხის დაღლილობის და შეშუპების დროს პრობლემურ ადგილას კარგად შეიზილეთ და მალე ნანატრ შვებას იგრძნობთ. ეგზემას დროს მალამოს შეზელვა და საფენები სამკურნალო მოქმედებას ფლობს. ამ დაავადების სწრაფად მოსაშორებლად დამატებით მანანას ჩაი დალიეთ. ამისთვის 1–2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ბალახს ან 1 ჩ/კ მცენარის ყვავილს ¼ ლ მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით დააყენეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და ყოველდღე 1 ჭიქა ოდნავ თბილი ჩაი მცირე ყლუპებით დალიეთ. მალე ეგზემა გაქრება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს