Vivien გიზიარებთ ხალხურ რეცეპტებს, რომელიც პნევმონიის და ბრონქიტის დროს ეფექტურ შედეგს იძლევა.თუ პნევმონია ან ბრონქიტი გაწუხებთ, 100-100 გრ კარაქი, ქონი, თაფლი, შაქრის ფხვნილი, კაკაო, ალოეს წვენი და 10 კვერცხის გული აურიეთ. სქელი, ერთგვაროვანი მასა გამოვა. 3 ს/კ საშუალება დღეში 3–ჯერ მიიღეთ, თბილი რძე დააყოლეთ.ზოგადი გამაძლიერებელი საშუალების სახით კაგორზე დაყენებული არყის კვირტები გამოგადგებათ. ამისთვის 1 დესერტის კოვზი არყის კვირტები და 0,5 ლ კაგორი დაგჭირდებათ. ბოთლში არყის კვირტები და კაგორი აურიეთ, ოთახის ტემპერატურის წყლის ორთქლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 3 წუთით ადუღეთ. ამავე წყლის აბანოში ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. 1 დესერტის კოვზი ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე, დღეში 3–ჯერ დალიეთ.
გემრიელი და სასარგებლო რეცეპტი: 100 გრ ნიორი 1 კგ პომიდორზე. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, 1 ს/კ მარილი და 0,5 ჩ/კ შავი წიწაკა დაუმატეთ. ნარევი სანელებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. დიდხანს ინახება.