Vivien გიზიარებთ ჩვენი მკითხველის პირად გამოცდილებას, რომელმაც ხალხური საშუალების და მცენარეების გამოყენებით ხერხემლის ტკივილის შემცირება შეძლო.
„ჩემს ცოლს ხერხემლის მწვავე ტკივილები აწუხებდა. მედიკამენტების გამოყენება არ გვსურდა, ამიტომ შესაზელი საშუალება თავად მოვამზადეთ. სამკურნალო ბალახების ლიტერატურა შევისწავლეთ და სამკურნალოდ სამი ბალახი ავარჩიეთ, რომელიც წაკითხულის მიხედვით ძვლოვანი ქსოვილების ტკივილებს აქრობს: წყლის იელი, ძიძო და ერიზიმუმი. კომბინაცია ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა. სხვათა შორის, როგორც ხმელ, ასევე ახალ ბალახს ვიყენებდი. სამივე ბალახი თანაბარი პროპორციით აიღეთ და 70%–იანი სპირტი 1:5 თანაფარდობით დაასხით (1 ნაწილი ბალახების ნარევი და 5 ნაწილი სპირტი). მინიმუმ 3 დღე დააყენეთ (სჯობს უფრო დიდხანს – 2 კვირამდე). საშუალების გამოყენებამდე მეუღლე თბილ აბაზანას იღებდა, მტკივნეულ ადგილს მსუბუქი მასაჟით ახურებდა. საშუალებას ყოველდღე, 1 კვირის განმავლობაში იზელდა. ტკივილი გაქრა. შესაზელ საშუალებას ბნელ გრილ ადგილას ვინახავთ. შენახვის ვადა არ ვიცით, მაგრამ 2 წლის განმავლობაში თავისი თვისებები არ დაუკარგავს. ტკივილს აყუჩებს და დიდებულად კურნავს. სხვათა შორის, ხალხური საშუალება ჩვენმა ნაცნობებმაც გამოიყენეს და ეფექტური შედეგი მიიღეს! სისხლჩაქცევების დროსაც გამოვიყენეთ. ოღონდ ამ შემთხვევაში, პირველ დღეს, როგორც მიღებულია, ცივ საფენს ან კომბოსტოს ფურცელს ვიფენდით. მეორე დღიდან შესაზელ საშუალებას ვიყენებდით.“ – გვიზიარებს მკითხველი.