ფიტოთერაპევტი ვასილი იგრუშინი გირჩევთ, რომ გულის არითმიის დროს ფარსმანდუკის წვენი დალიოთ – 20-30 წვეთი ერთ მიღებაზე 20-25 წვეთ ტეგანის წვენის და ყურძნის ღვინის ნარევთან ერთად. თუ არითმია ნერვული წარმოშობისაა, 0,5 კგ ლიმონი გახეხეთ, 0,5 კგ თაფლს აურიეთ და 20 დაქუცმაცებული გარგარის ბირთვი დაუმატეთ. 1 ს/კ ნარევი დილას და საღამოს დალიეთ. არითმიის დროს ასეთი ნაყენიც დაგეხმარებათ: 1 ნაწილი დაქუცმაცებული ახალ დაკრეფილი მიხაკის ბალახი და 5 ნაწილი მცენარეული ზეთი აურიეთ, 8 დღე დააყენეთ და 10 წვეთი დღეში 3–ჯერ დალიეთ. ასევე შეგიძლიათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი 1 ს/კ მიხაკის ბალახს დაასხათ და ნახარში მოცულობის განახევრებამდე სუსტ ცეცხლზე ხარშოთ. 1 ჩ/კ ნახარში დღეში 3–ჯერ, 2 კვირის განმავლობაში დალიეთ.
ხალხური მკურნალის, ელენა ზაიცევის რჩევები – არითმიის დროს სამფერა ია დაგეხმარებათ. 2 ს/კ სამფერა იას 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 4 საათით დააყენეთ. ½ ჭიქა ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, 3-4 კვირა მიიღეთ. ნატურალურ დამამშვიდებელ საშუალებებზეც უარი არ თქვათ. მაგალითად, 2 ნაწილი კატაბალახას ფესვი, 3 ნაწილი სააფთიაქო გვირილა და 5 ნაწილი კვლიავის თესლი აურიეთ. 2 ს/კ ნარევს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, დააყენეთ, შეფუთეთ და 30 წუთით გადაწურეთ. ½ ჭიქა ნაყენი დღეში 2–ჯერ, დილას და საღამოს დალიეთ. კუნელის თხევადი ექსტრაქტიც კარგად მოქმედებს, 20-30 წვეთი დღეში 3-ჯერ დალიეთ.მკითხველების რეცეპტები – ვალერი ზავიალოვი გირჩევთ მდგნალის ქერქის ნახარში მიიღოთ. 2 ს/კ დაქუცმაცებულ ქერქს 300 გრ ცივი წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 7-10 წუთით ადუღეთ. გადაწურეთ, 50 გრ ჭამის წინ დალიეთ. 10 დღე მიიღეთ, 10 დღე შეისვენეთ, შემდეგ როგორც ჩაი დალიეთ. სქლად არ მოხარშოთ: მოსალოდნელია ყაბზობა.ლუდმილა ვიხლიევა გირჩევთ რეცეპტს ძახველით: 3 ჭიქა კენკრა დაჭყლიტეთ, სამლიტრიან ქილაში გადაიტანეთ, 2 ლ მდუღარე წყალი დაასხით, თავზე დაახურეთ, კარგად შეფუთეთ და 6 საათით გააჩერეთ. საწურით და მარლით მინანქრის ჭურჭელში ჩაწურეთ, 0,5 ლ თაფლი დაუმატეთ. მაცივარში შეინახეთ. 1/3 ჭიქა დღეში 3–ჯერ, ჭამის წინ 1 თვე დალიეთ. 10 დღიანი შესვენებებით 3 კურსი ჩაიტარეთ.
ტატიანა სამოროდოვი გირჩევთ 0,5 ლ არაყი, 500 გრ თაფლი აურიოთ და ზომიერ ცეცხლზე დადგათ, მუდმივად აურიეთ, სანამ რძიანი ქაფი არ წარმოიქმნება, მაგრამ არ აადუღოთ. გააგრილეთ. მწიკვი ბალახები აიღეთ: შავბალახა, ჭაობის ბერულა, კატაბალახის ფესვი, მატიტელა, გვირილა. 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და მოხარშეთ, ნახევარი საათით გაგრილება აცადეთ. რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში გადაწურეთ. ნარევები ერთმანეთს აურიეთ და ბნელ ადგილას 3 დღე შეინახეთ. 1 ჩ/კ დილას და საღამოს ჭამიდან 1 საათის შემდეგ დალიეთ. მეორე კვირას – 1 ს/კ დილას და საღამოს ჭამის შემდეგ. 7-10 დღე შეისვენეთ და კურსი სრულ გამოჯანმრთელებამდე გაიმეორეთ.