Vivien გიზიარებთ მკითხველის გამოცდილებას, თუ როგორ დააბრუნოთ დაწეული კუჭის თავის ადგილზე ხალხური მეთოდით.
„როცა 39 წლის ვიყავი, სარეცხი მანქანა წყლის გადმოსასხმელად ავწიე და კუჭი „გამიწყდა“. მუცელში მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი, ღებინება და ფაღარათი დამეწყო. მტანჯველი 2 დღის შემდეგ საავადმყოფოს მივმართე. რეტგენმა აჩვენა, რომ კუჭი 12 სმ–ით დაწეულია! მეზობელმა ექიმბაშთან საშვილოსნოს დაწევის სამკურნალო მეთოდი გამიზიარა. რაღაც მეც დავამატე და ასე ვაკეთებდი: დილით, უზმოზე შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ ზურგზე ვწვებოდი. ჭიპიდან დაწყებული მუცელს საათის ისრის მიმართულებით ვიმასაჟებდი. ქვედა ნაწილზე მიღწევის შემდეგ მუცელს მარჯვენა მხარეს ორივე ხელს ვკიდებდი და ზევით აწევას ვცდილობდი. ხელებს კარგად რომ ესრიალათ, მუცელსა და ხელებზე საპონს ან თხევად საბავშვო კრემს ვისვამდი. 5-10 წუთით ვიმასაჟებდი, შემდეგ 5 წუთით ზურგზე ვწვებოდი. ამის შემდეგ ნელ–ნელა მუცელს მარცხენა მხარეს ვაბრუნებდი და ჭიპით ბურთზე ან მჭიდროდ დახვეულ პირსახოცზე ვწვებოდი (ეს ყველაფერი წინასწარ უნდა მოამზადოთ, რომ ყველაფერი ხელთ გქონდეთ) და იმდენხანს ვიწექი, სანამ მოთმენა შემეძლო. ეს ძალიან მტკივნეული პროცესი იყო. ბურთის მოშორების შემდეგ თავს და ხელებს ქვემოთ ვწევდი, ხელებს ვეყრდნობოდი და თითოეულ ფეხს მორიგეობით სამჯერ ვანჟღრევდი. პროცედურის ბოლოს მარცხენა გვერდზე 10 წუთით ვწვებოდი. შემდეგ ნელ–ნელა ვდგებოდი და ძველ თეთრეულში გახვეული სახლში დავდიოდი. ყველა ამ მანიპულაციას საწოლზე ან დივანზე 10 დღე ზედიზედ ვასრულებდი და კუჭის აწევა მოვახერხე. განმეორებით რენტგენზე კუჭი თავის ადგილზე იყო. ექიმები ოპერაციას მთავაზობდნენ, მაგრამ მასზე თავის არიდება მოვახერხე.“