Vivien გიზიარებთ ხალხურ რეცეპტებს ისეთი უსიამოვნებების მოსაშორებლად, როგორიცაა თმის ცვენა, მყესების დაჭიმულობა, ფეხის შეშუპება, თავის ტკივილი, გასტრიტი და ნაღვლკენჭოვანი დაავადება.
- თმის ცვენა – რეცეპტი 1: 100 გრ ძროხის ტვინი, 1 კვერცხი, 15 წვეთი ნიშადურის სპირტი, 2 ს/კ აბუსალათინის ზეთი (ან ბირკავას ზეთი) აურიეთ. ნარევი თავზე წაისვით და 3 დღე არ ჩამოიბანოთ, შემდეგ დაიბანეთ და 3 დღეში პროცედურა გაიმეორეთ. სულ 5 პროცედურა ჩაიტარეთ. რეცეპტი 2: 50 გრ ხმელი ოროვანდის ფესვი და 100 გრ ზეითუნის ზეთი მზეზე 10 დღე დააყენეთ. თმის ძირებში შეიზილეთ. ცოტა ხანში ჩამოიბანეთ.
- მყესების დაჭიმულობა – რამდენიმე ხახვი დააქუცმაცეთ, ცოტა შაქარი დაუმატეთ და სქელ ფენად ჩვარს წაუსვით, შემდეგ მტკივნეულ ადგილას დაიფინეთ.
- ფეხის შეშუპება – 4 კოვზი სელის თესლი 1 ლ წყალში 10-15 წუთით აადუღეთ. შემდეგ ქვაბი თბილად შეფუთეთ და 1 საათით დააყენეთ. ¼ ჭიქა ცხელი ნაყენი ჭამიდან 2 საათის შემდეგ დღეში 6–ჯერ დალიეთ.
- თავის ტკივილი – წითელი ჭარხლის წვენში გაჟღენთილი ტამპონები ყურში ან ცხვირში ჩაიდეთ. ეფექტური მეთოდია.
- გასტრიტი – ყოველ მესამე დღეს ქრისტესისხლის ნაყენით ოყნა გაიკეთეთ. 1 ჩ/კ მცენარეს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, დააყენეთ, გადაწურეთ და გამოიყენეთ.
- ნაღვლკენჭოვანი დაავადება – 2 დღე აბსოლუტური შიმშილობა. შემდეგ მანანის ბურღული წყალზე მოხარშეთ. 150 გრ ფაფას 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი მოასხით და მიირთვით. მეორე დღეს 150 გრ ფაფას 1 ს/კ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და მიირთვით. შემდეგ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი დღეში 3–ჯერ სრული შიმშილობის ფონზე მიიღეთ. ნაღვლკენჭოვანი დაავადება შეგიძლიათ სიმინდის ფუჩეჩის თხევადი ექსტრაქტით განკურნოთ. მის შეძენას აფთიაქში შეძლებთ. 35 წვეთი ჭამამდე დღეში 3–ჯერ დალიეთ.
- კენჭები ღვიძლსა და თირკმლებში – 1 ლ ნედლი რძე მინანქრის ქვაბში ჩაასხით და ცეცხლზე დადგით. 1 ჭიქა დაქუცმაცებული კანაფის თესლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 250 გრამამდე მოხარშეთ. გადაწურეთ და დღეში 1 ჭიქა, უზმოზე 5 დღის განმავლობაში დალიეთ. ორი კვირის შემდეგ გაიმეორეთ. ღვიძლის შეტევები მოსალოდნელია, მაგრამ გაუძელით. 6 თვეში შეგიძლიათ გაიმეოროთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს