Vivien გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება დაავადებებს საწყის სტადიაზე გაუმკლავდეს. ამასთან, ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს.
- სურდოს პირველივე ნიშნებზე ახალი დიდი ხახვი გაჭერით და ორთქლი ისუნთქეთ. პროცედურა დღეში 3–4–ჯერ გაიმეორეთ.
- 100 გრ ნიორი დაჭყლიტეთ, 1 ჭიქა არაყი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 1 წვეთი ენაზე დაიწვეთეთ, პირში გაიჩერეთ, შემდეგ გადაყლაპეთ. 3-4 დღე, დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ.
- ლიმონი ქერქიანად დააქუცმაცეთ და მცენარეული ზეთი დაასხით. ცხვირის ნესტოებზე დღეში რამდენჯერმე წაისვით. შეგიძლიათ ჭამამდე და ჭამის შემდეგ ღრძილებზე, იღლიებსა და ყურის ნიჟარაში ღამით წაისვათ.
- 1/5 ლ ანადუღარი წყალი, 1 ს/კ მსხვილი მარილი, 1 ლიმონის წვენი და 1 გრ ასკორბინის მჟავა აურიეთ. ნარევი 1,5 საათის განმავლობაში დალიეთ.
- 1 ლიმონი 1 წუთით ცხელ წყალში ჩადეთ, შემდეგ ცედრიანად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. 100 გრ კარაქი და 1–2 ს/კ თაფლი დაუმატეთ და აურიეთ. 1 ს/კ ნარევი ყოველ 2–3 საათში მიირთვით. როგორც ჩვეულებრივი კარაქი შეინახეთ და გამოიყენეთ.
- მაღალი ტემპერატურის დროს 2 გახეხილი კარტოფილი და 1 ს/კ ვაშლის ძმარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ფაფა რამდენიმე ფენა გაკეცილ ქსოვილზე მოათავსეთ და შუბლზე დაიფინეთ. 2 საათში ახალი მასით გამოცვალეთ.
- 2 ბოთლი ახალი ლუდი აიღეთ, მწიკვი დარიჩინი, 3–4 მიხაკის კვირტი და ცოტა ლიმონის ქერქი დაუმატეთ. 3 კვერცხის გული და 2–3 ს/კ შაქარი აქაფებამდე აურიეთ. ცხელ სანელებიან ლუდს დაუმატეთ და აურიეთ. ცეცხლზე დადგით, გასქელებამდე ხარშეთ, მაგრამ არ აადუღოთ. 1–1,5 ჭიქა დალიეთ. სურდო ერთ დღეში გაქრება.
- 4 ს/კ ჟოლოს ხმელ კენკრას 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 20 წუთით დააყენეთ. ღამით 2 ჭიქა დალიეთ. ჟოლოს ნაყენი (10 კენკრა 1 ჭიქა მდუღარე წყალზე) მტკივნეული ყელის დროს გამოივლეთ.
- სურდოს და ვირუსისგან დასაცავად ყოველდღე კბილები ნივრით გაიხეხეთ.
- სურდოს პირველივე ნიშნებზე 100 მლ კაგორი გააცხელეთ, ¼ ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა, 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ, აურიეთ და ძილის წინ თბილი სასმელი დალიეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს