თავში ხმაური საკმაოდ გავრცელებული უსიამოვნებაა. ამ სიმპტომის უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგან სკლეროზის, ტვინის და სისხლძარღვების დაავადების დაწყებაზე შეიძლება საუბრობდეს. თავში ხმაური მაღალ წნევასთან ერთად ჩნდება. დროთა განმავლობაში სისხლძარღვები ბინძურდება და მოქნილობას კარგავს. ეს დამღუპველი მდგომარეობა ორგანიზმს ზიანს აყენებს, რადგან სისხლძარღვებით სისხლი ორგანოებს მკვებავ ნივთიერებებს და ჟანგბადს აწვდის. ამის გამო წნევა იზრდება და თავში ხმაური ჩნდება. შესაძლოა მხედველობის გაუარესებაც შენიშნოთ! სააფთიაქო პრეპარატებით წნევას შეამცირებთ, მაგრამ მიზეზის მოშორებას ვერ შეძლებთ. აბებს შეიძლება უსიამოვნო გვერდითი ეფექტები ახლდეს.
როგორ დავუბრუნოთ სისხლძარღვებს მოქნილობა? – სისხლძარღვები შეგიძლიათ გაწმინდოთ და ძველებური მოქნილობა დაუბრუნოთ, ამისთვის სააფთიაქო საშუალება არ გჭირდებათ. წიწმატურა დაგეხმარებათ. მცენარე წნევას არეგულირებს, თავის ტკივილს აქრობს, ჭრილობას ახორცებს, კუჭ–ნაწლავის მუშაობას აწესრიგებს, თირკმლებს, შარდის ბუშტს, ღვიძლს, სისხლძარღვებს და ნერვულ სისტემას კურნავს. აი, როგორ უნდა გამოიყენოთ სისხლძარღვების გასაწმენდად:
- რეცეპტი 1 – საღამოს 1 ჩ/კ წიწმატურას ფოთლებს 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით. დილით გადაწურეთ. 2 ს/კ საშუალება დღეში 4–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.
- რეცეპტი 2 – 1 ჩ/კ წიწმატურას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 30 წუთით დააყენეთ. ¼ ჭიქა ნაყენი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. მეოთხეჯერ – ძილის წინ.
როგორ მოვიშოროთ თავში ხმაური სხვა მეთოდებით:
- 1 ს/კ ხმელ და დაქუცმაცებულ მწვანე ლობიოს პარკს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და ნახევარი საათით დააყენეთ. გადაწურეთ და 1 ს/კ საშუალება დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ყოველ 2 დღეში 1 დღით შეისვენეთ. კურსი – 2 კვირა.
- 2 ს/კ ხახვის ფურცლები, 2 ს/კ ასკილი და 5 ს/კ წიწვი აურიეთ. 0,5 ლ წყალი დაასხით და 3 წუთით ხარშეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და 3 საათით ბნელ ადგილას გააჩერეთ. მიღებული საშუალება გადაწურეთ და ¼ ჭიქა საშუალება დღეში 3–ჯერ დალიეთ.