რა არის პოდმორი? – იგივე მკვდარი ფუტკრის სხეულია. ფუტკრის ასაკი ხანმოკლეა – 26-30-35 დღე, ზამთარში – მეტი. პოდმორი მთელი წელი ხელმისაწვდომია. ზამთრის შემდეგ მეტია, ზაფხულში მზის ამოსვლამდე შეგიძლიათ შეაგროვოთ, შემოდგომაზეც იშოვება. სამკურნალოდ ნებისმიერ სეზონზე შეგროვებული გამოგადგებათ.
პოდმორის მოთხოვნები – ობის გარეშე უნდა იყოს, სუნი – სასიამოვნო მოტკბო და ბუნებრივია, ვაროტოზის პესტიციდებით დამუშავებული არ უნდა იყოს. ცნობილია, რომ მეფუტკრეები სკებს წელიწადში 2–ჯერ ვაროტოზის წინააღმდეგ შხამქიმიკატებით ამუშავებენ. ასეთი პოდმორით მომზადებული წამლის მიღება რეკომენდებული არაა, თუმცა საფენების სახით სიმსივნეზე, წყლულებზე, ჭრილობებსა და მტკივნეულ სახსრებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ.
შენახვის მეთოდი – კარგი ხარისხის პოდმორი 45-50 გრადუსზე ღუმელში ცხვება. კარგად განიავებულ, მშრალ შენობაში, ტილოს ტომარაში ან მუყაოს ყუთში შეინახეთ. საყინულეშიც შეგიძლიათ შეინახოთ (გალღობა არ დაუშვათ), ორივე შემთხვევაში შენახვის ვადა 1 წელია. სპირტის შემცველი ნაყენი მაცივარში ბნელ ჭურჭელში 3 წელი ინახება, ხოლო ნახარში მაცივარში მაქსიმუმ 3 დღე შეგიძლიათ შეინახოთ.
შეიძლება თუ არა პოდმორის მზეზე გახმობა ? – პრაქტიკამ აჩვენა, რომ 26-35 გრადუსზე პოდმორი შეიძლება გაფუჭდეს და უკვე არა წამალი, არამედ შხამი გახდება, რომელსაც მოწამვლა შეუძლია.
გავრეცხოთ თუ არა პოდმორი გამოყენებამდე ? – გარეცხვა საჭირო არაა. მსხვილ საცერში გაცერით, ნაგავი, ცვილი მოაშორეთ და დაუყონებლივ ნაყენი მოამზადეთ, გაახმეთ ან საყინულეში შეინახეთ.
შეიძლება თუ არა ნაყენის მომზადება არაყით, სამოგონით? – შესაძლებელია, თუმცა სჯობს სამოგონით მოამზადოთ, ხარისხი გაუმჯობესდება. სამოგონს 70° სიძლიერის თაფლისგან ვამზადებ.
- რეცეპტი 1 – 1,5 ლ ბოთლში 0,5 ლ ფუტკარი ჩაყარეთ, ბოლომდე სამოგონი დაასხით, 15 დღე დააყენეთ, რაც მეტი, მით უკეთესი. მარლაში გადაწურეთ, ფუტკარი გაწურეთ: წყალი 1:1 თანაფარდობით დაასხით. ყოველ ლიტრ მზა ნაყენს 100 გრ 20-30%–იანი პროპოლისის ნაყენი დაუმატეთ. ასე სამკურნალო თვისებები გაუმჯობესდება. სამკურნალო კურსი – 3-3,5 თვე.
- რეცეპტი 2 – ხარისხიანი პოდმორი ღუმელში გაახმეთ, ყავის საფქვავში დააქუცმაცეთ, ხმელი ფხვნილი მიიღეთ. 1/5 ჩაის კოვზით დაიწყეთ, თანდათან 1 ჩაის კოვზამდე ადით, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე დღეში 2–ჯერ (დილას და საღამოს) მიირთვით. წყალი დააყოლეთ ან თავიდანვე წყალში გააზავეთ და ისე დალიეთ. ღუმელში გამომშრალ პოდმორს შემწვარი თესლის სუნი აქვს.
- რეცეპტი 3 – 1 ჩ/კ ახალი პომიდორი მზესუმზირას ზეთში 5-6 წუთით შეწვით. გააგრილეთ, დააქუცმაცეთ, დღეში 2–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიირთვით. რძე ან ჩაი დააყოლეთ.