ტერფის ნეკნზე ზურგის ყველა პრობლემური ზონა მდებარეობს. მისი აღმოჩენა მტკივნეული წერტილების მოძებნით შეგიძლიათ. ტერფის თავისებური მასაჟის მეთოდით მთელი „ხერხემლის“ პოვნა შეიძლება.
იატაკზე კომფორტულად დაჯექით და ფეხები გადააჯვარედინეთ. ნებისმიერი ფეხის ტერფი აიღეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. შეხედეთ და წარმოიდგინეთ ხერხემლის ხაზი, რომელიც ცერა თითსა და ქუსლს შორის შიდა „ნეკნზე“ მდებარეობს. ეს თქვენი ხერხემლის ერთგვარი პროექციაა. ნანახი ხაზი ვიზუალურად რამდენიმე ნაწილად დაყავით: გავის ძვალი, წელის ზონა, მკერდის ზონა და, შესაბამისად, კისრის ნაწილი. ხელების ცერა თითებით მცირე ზეწოლით ეს ხაზები დაიმასაჟეთ, ქუსლიდან თითის წვერისკენ იმოძრავეთ. თუ ხერხემლის პრობლემები გაქვთ, ტერფის ნეკნზე მის ანარეკლს იპოვით. მტკივნეულ წერტილებს აშკარად შეიგრძნობთ. დაიმასაჟეთ და ნერვულ დაბოლოებებს, რომელიც ხერხემალზე დაძაბულობას ქმნის, არაპირდაპირი ზემოქმედებით მოადუნებთ. პირველივე მასაჟზე საერთო მოსადუნებელ ეფექტს იგრძნობთ. სცადეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ!