თაფლი ფეხებს კურნავს, თუ მძიმე ვარიკოზი, კრუნჩხვები და ღამით ტკივილი გაწუხებთ

1994

Vivien გიზიარებთ ართრიტის, პოდაგრის და ვარიკოზის სამკურნალო ხალხურ რეცეპტებს მკითხველების პირადი გამოცდილების მაგალითზე.

„52 წლის ქვრივი ვარ. როცა მარტო დავრჩი, დარდი და დეპრესია ძლიერ მტანჯავდა. თავი მარტომ რომ არ მეგრძნო, სხვების დასახმარებლად ხალხური რეცეპტების გაზიარება დავიწყე. ჩემი პრინციპია: დროულად დახმარების ხელი გაუწოდე, თბილი სიტყვა უთხარი. ვიღაცის გაბედნიერებით თავადაც ნასიამოვნები დარჩებით. ხშირად ვკითხულობ, რომ ბევრი ადამიანი ვარიკოზულ გაფართოებულ ვენებს, მტკივნეულ სახსრებს და ფეხის კრუნჩხვებს უჩივის. თავადაც ვარიკოზული გაფართოებული ვენები მაწუხებს. ფეხები საშინლად მტკივა, განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე: ტერფის და მუხლის ართრიტი. ექიმების რჩევებით ვარიკოზის მკურნალობა სხვადასხვა მალამოთი და წვეთებით დავიწყე. ერთხელ იმ დონემდე მივედი, რომ ხალხური რეცეპტების მოძებნა დავიწყე. ვიპოვე კიდეც. თაფლი ფეხებზე წაისვით (სწორედ წაისვით და არ შეიზილოთ), თითის წვერებიდან მენჯამდე. სელის ქსოვილით შეიხვიეთ (აუცილებელი პირობა) და ბინტით დაიფიქსირეთ. პირველად პროცედურა 2 საათით უნდა ჩაიტაროთ, ასე მე-2 – მე-4 პროცედურაზე და შემდეგ მთელი ღამით. თავიდანვე მთელი ღამით გავიჩერე. დილით თბილი წყალი გადავივლე, ჩვრით გავიწმინდე და გავიმშრალე. მკურნალობა სამი დღე ჩავიტარე. დასვენების დღეები დამთავრდა და სამსახურში გავედი. 12 საათიანი ცვლის შემდეგ სახლში დავბრუნდი და მოულოდნელად ვიგრძენი: ფეხები თავისით მიდის! არ მივათრევ! ღამის ტკივილები, კრუნჩხვები და შეტევები გაქრა.

ტერფების სამკურნალოდ გახეხილ კარტოფილს ვიყენებ. მთელ ტერფებზე წაისვით, შემდეგ ჩვარი და პარკი დაიფარეთ. თუ სიარული გიჭირთ, კარტოფილს გახეხილ პირშუშხა დაუმატეთ. ქუსლის დეზიც მოვიშორე. ნახევარი კარტოფილი და ნახევარი პირშუშხა გამოვიყენე. ძლიერ წვას იგრძნობთ, მაგრამ ასატანია. ტერფები ასეთ „ფაფაში“ მთელი ღამე გააჩერეთ, ხოლო მუხლებზე მხოლოდ 2 საათით. წინააღმდეგ შემთხვევაში კანს დაიწვავთ.

ართრიტის დროს ნავთის საფენები დაგეხმარებათ. ჩვარი ნავთში გაჟღინთეთ და მტკივნეულ მუხლებზე დაიდეთ. ზემოდან პირსახოცით შეიფუთეთ. პარკი აღარ გჭირდებათ. როგორც კი წვას იგრძნობთ საათს დახედეთ. 30 წუთიდან 2 საათამდე გაიჩერეთ. უფრო დიდხანს არა, რომ დამწვრობა თავიდან აიცილოთ. ჩვრები მოიშორეთ, მუხლებზე მცენარეული ზეთი წაისვით და დაწექით” – გვიზიარებს მკითხველი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს