შარდმჟავა პოდაგრას „პატიჟებს“. როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან

1806

პოდაგრა ართრიტის ერთ–ერთი ფორმაა. ის წვრილი სახსრების ანთების განმეორებითი შეტევებით ვლინდება და მტანჯველი ტკივილი ახლავს. პოდაგრის მიზეზი ორგანიზმში შარდმჟავის დაგროვებაა, რასაც შარდმჟავის შემცველი პროდუქტების მიღება ან ამ ნივთიერების ორგანიზმიდან გამოდევნის მექანიზმის დარღვევა იწვევს. შარდმჟავა პურინების დაშლის პროდუქტია, რომელსაც ბევრი პროდუქტი შეიცავს. თუ თირკმლები შარდმჟავას სრულად ვერ გამოდევნის, მისი კრისტალიზაცია, ანუ სახსრების მიმდებარე ქსოვილებში კენჭების წარმოქმნა ხდება. პროცესს ანთება და ტკივილი ახლავს.

საბედნიეროდ, განსაკუთრებულ დიეტას თქვენი დახმარება შეუძლია. პოდაგრის დროს გადამუშავებულ ხორცის პროდუქტებზე, ზღვის პროდუქტებზე, ცხიმიან პროდუქტებზე, რაფინირებულ შაქარსა და ალკოჰოლზე უარი უნდა თქვათ. ბევრი მწვანილი, ახალი ხილი და ბოსტნეული სასარგებლოა. საკმარისი წყალი უნდა დალიოთ, მათ შორის მცენარეული ჩაი. ფიზიკური ვარჯიშის ინტენსივობის შემცირება მოგიწევთ, მაგრამ გამაჯანსაღებელი ტანვარჯიში აუცილებელია. შემდეგი ნატურალური საშუალებები პოდაგრის შეტევის დროს მდგომარეობის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ:

  • სოდა – 1 ჩ/კ სოდა 1 ჭიქა წყალს დაუმატეთ და ხსნარი ყოველდღე დალიეთ.
  • ლიმონიანი წყალი – ნახევარი ლიმონის წვენი და 1 ჭიქა თბილი წყალი აურიეთ და დილით, საუზმობამდე დალიეთ.
  • ვაშლის ძმარი – ვაშლის მჟავას შეიცავს, რომელიც შარდმჟავას ეფექტურად გამოდევნის. 1 ს/კ ვაშლის ძმარი 200 მლ წყალში გააზავეთ და ხსნარი ყოველდღე სადილობის და ვახშმის წინ დალიეთ.

პოდაგრის პრევენციისთვის რაციონში კურკუმა, ანანასი და სელის ზეთი ჩართეთ. კურკუმას აქტიური ნივთიერება, კურკუმინი, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც თირკმლების დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს