თუ ღვიძლი ავადაა, მთელი ორგანიზმი იტანჯება. ჭამის შემდეგ სიმძიმე, გვერდის ტკივილი, სისუსტე, ქოშინი, ჭარბი ოფლიანობა, მიწისფერი კანი, გულისრევა – ეს ყველაფერი ღვიძლის პრობლემების ნიშანია. მნიშვნელოვანი ორგანო არა მხოლოდ ტოქსინებს ამუშავებს, არამედ ცხიმების და ნაღვლის წარმოებაში მონაწილეობს, სხვა ორგანოებში გაცვლის პროცესებს არეგულირებს. ღვიძლის პერიოდულად გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფუნქციების შესრულებაში დაეხმაროთ და თავიდან აიცილოთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა კისტა, ციროზი და ღვიძლის გაცხიმოვნება. ეს ერთადერთი ორგანოა, რომელსაც აღდგენა შეუძლია. სჯობს ღვიძლს სამკურნალო მცენარეებით მხარი დაუჭიროთ. Vivien გიზიარებთ ეფექტურ ხალხურ რეცეპტებს ღვიძლის სამკურნალოდ. აუცილებლად შეინახეთ!
- აბზინდა ქოლეცისტიტის და ჰეპატიტის დროსაც დაგეხმარებათ. 2 ჩ/კ ხმელ ბალახს 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და დააყენეთ. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დღეში 3–ჯერ დალიეთ. სამკურნალო კურსი: 2-3 კვირა. მცენარე საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და ასკარიდებს და სხვა პარაზიტებს ებრძვის.
- პიტნა – 5 გრ პიტნის ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 15 წუთით გააჩერეთ. 1 ს/კ სასმელი ყოველ 3 საათში დალიეთ. პიტნა მოწამვლის დროს წარმოუდგენლად სასარგებლოა, ღვიძლს ტოქსიკური ნივთიერებებისგან გაწმენდასა და მეტი ნაღვლის წარმოებაში ეხმარება.
- გულყვითელა ღვიძლში გაცვლის პროცესებს აჩქარებს, გამომყოფ ფუნქციებს აუმჯობესებს, ნაღვლის წარმოებას აძლიერებს. 2 ჩ/კ ყვავილს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 1 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. ნახევარი ჭიქა სამკურნალო სასმელი დღეში 4-ჯერ დალიეთ.
- გვირილა – 1 ს/კ ხმელ გვირილას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 20 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ და ნახევარი ჭიქა დილას და საღამოს დალიეთ. გვირილა ღვიძლში ტკივილის დროს დაგეხმარებათ, სპაზმებს სწრაფად აქრობს, მთელ ორგანიზმზე დამამშვიდებელ მოქმედებას ახდენს.
- კრაზანა – 1 ს/კ კრაზანას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 15 წუთით ადუღეთ. 20 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და დღეში 3–ჯერ დალიეთ. ბალახი ანთებას აქრობს, მთელ ორგანიზმს აძლიერებს და ნერვულ სისტემას ამშვიდებს.
ღვიძლის სამკურნალო მცენარეები პროფილაქტიკისთვის შეგიძლიათ მიიღოთ. თუ გრძნობთ, რომ ორგანიზმში რაღაც რიგზე არაა და დისკომფორტს განიცდით, ბუნებრივი ნედლისგან ნაყენი მოამზადეთ და დაუყონებლივ შვებას იგრძნობთ. ბალახები შეგიძლიათ ცალ–ცალკე გამოიყენოთ ან ბალახების ნაკრები მიირთვათ – ესეც წარმოუდგენლად ეფექტურია. სამკურნალო მცენარეები ერთმანეთს კარგად ეთავსება და ერთმანეთის თვისებებს აძლიერებს. ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ მცენარეების ნახარშების კურსის გავლა ძალიან სასარგებლოა, რომ ღვიძლს ტოქსინებთან გამკლავებაში დაეხმაროთ. მარტივი სასმელები სადღესასწაულო სუფრების და სპირტიანი სასმელების მიღების შემდეგაც დაგეხმარებათ.